„უწყინარი ფიცის ჟესტი”
ბავშვობის ასაკში სამარადჟამო ერთგულებისა და ამ დაპირების უცილობელი შესრულების (შესაძლოა შერიგების) ნიშნად,ალბათ,ყველას გვაქვს დანადები ნეკა თითების საშუალებით ფიცი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ეს თითქოს-და „უწყინარი ფიცის ჟესტი” ადრეულ ეპოქებში ბავშვებისათვის სრულებითაც არ იყო განკუთვნილი.ნეკა თითების გამოყენებით დადებული ფიცის ჟესტი სათავეს ედოს ეპოქის (1603-1868 წლები) იაპონიიდან იღებს და რაც ყვეელაზე საყურადღებო გახლავთ,არის ის,რომ პირველად ფიცის დადების ასეთ ფორმას „ამომავალი მზის” ქვეყანაში არსებული ბანდიტური დაჯგუფების წევრებმა მიმართეს.იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე მათგანი ფიცს დარღვევდა,იგი ვალდებული ხდებოდა თავადვე მოეკვეთა მარჯვენა ნეკა თითი.თუმცა მოგვიანებით ნეკა თითის მოკვეთა ერთგულების დამადასტურებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ატრიბუტად იქცა ისეთ გავლენიან და მძლავრ იაპონურ მაფიოზურ დაჯგუფებაში,როგორიც გახლავთ – “იაკუძა”.შესაბამისად,ნეკა თითების საშუალებით დადებული ფიცის გატეხვა იმთავითვე ასოცირდებოდა მათ მოკვეთასთან. – (ავტორი გენია.ჯი)