სეჰრიმნირი

სეჰრიმნირი – სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა იმ გარეულ ტახს,რომლისგანაც სკანდინავიელი ღმერთების მთავარი მზარეული – ანდჰრიმნირი ყოველდღიურად ამზადებდა კერძებს,რათა ასგრადში მდებარე ვალჰალას დიდებულ სასახლეში გამასაპინძლებოდა სახელგანთქმულ მებრძოლებს – ეინჰერიებს.სკანდინავიური მითოლოგიის ყველაზე ძლევამოსილი მებრძოლების დიდი არმია უზენაეს ღმერთს – ოდინს სავახშმოდ ყოველ საღამოს სტუმრობდა ვალჰალას ზეციურ სასახლეში,რისთვისაც ანდჰრიმნირი ჯადოსნური და უზარმაზარი გარეული ტახისაგან სპეციალურად ამზადებდა იმ რაოდენობის უგემრიელეს კერძს,რომელიც სრულიად საკმარისი გახლდათ ამ მითოლოგიური ასების მთელი არმიის გამოსაკვებად.საყურადრებოა ის გარემოება,რომ წინა დღით დაკლული და შემდგომ ეინჰერიების მიერ შეჭმული სეჰრიმნირი მეორე დილით ერთ-ერთი მითოლოგიური ფრინველის – ფენიქსის მსგავსად კვლავაც იბრუნებდა სიცოცხლეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>