თხევადი მინის ჭურჭელი – „ეპიზოდი”
დიდი რომაელი ისტორიკოსი – კასიუს დინ კოქცეიანუსი (154-230 წლები) და სახელოვანი რომაელი მწერალი,საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი – პლინიუს უმცროსი (61-113 წლები) თავიანთ ნაშრომებში ხშირად შენიშნავდნენ,რომ რომის იმპერატორის ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში მინის დამზადების ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს ჯერ კიდევ I საუკუნეში შეუმუშავებია თხევადი სახის მქონე განსაკუთრებული მინა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სახის მინისაგან დამზადებული ჭურჭელი იმდენად რბილი ყოფილა,რომ მისთვის ფორმების შეცვლაც კი არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.რამდენიმე ხანში ეს ინფორმაცია ტიბერიუსსაც მიაწოდეს.როდესაც ოსტატმა იმპერატორს თავისი ინოვაციური პროდუქტი წარუდგინა,ტიბერიუსმა გამოცდის მიზნით იგი მარმარილოს იატაკზე დაახეთქა.თხევადი მინის ჭურჭელმა დეფორმაცია კი მიიღო,თუმცა დამსხვრევით არ დამსხვრეულა.ამ ფაქტმა იმპერატორი არა მხოლოდ გააოცა,არამედ ერთობ შეაშფოთა კიდეც,რადგან ივარაუდა,რომ ახალი ნივთიერება კონკურენციას გაუწევდა ოქროსა და ვერცხლს,რაც მათ ფასს ბაზარზე ძალიან დაბლა დაწევდა.სწორედ ამ შიშის გამოისობით მიიღო ინოვატორმა ოსტატმა ჯილდოს სანაცვლოდ იმპერატორისაგან სასიკვდილო განაჩენი (ოსტატს თავი მოჰკვეთეს).ნიშანდობლივია ისიც,რომ მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს,თუ რა ტექნოლოგიით შეიმუშავა ასეთი სახის მქონე მინა სიკვდილით დასჯილმა ოსტატმა ჯერ კიდევ I საუკუნეში. – (ავტორი გენია.ჯი)