რიჩარდ I „ლომგული” თუ „ქვისგული”?
მრავალი ისტორიკოსის მტკიცებით,ლეგენდად ქცეულმა ინგლისის მეფემ რიჩარდ I-მა (1157-1199 წლები) მეტსახელად – „ლომგული” სიმამაცის გამოისობით კი არა,თავისი სასტიკი და დაუნდობელი ქმედებების გამოისობით მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში რიჩარდმა დასავლეთ გალილეაში არსებული ქალაქი აკო აიღო.თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე არსებული ქალაქის დაპყრობის შემდგომ მიზანს ინგლისის მეფისათვის სალადინის ტყვეობაში მყოფი ჯვაროსნების მუსულმან ტყვეებზე გაცვლა წარმოადგენდა და ამ საკითხზე მან აიუბიდების დინასტიის დამაარსებელ ეგვიპტის სულთანთან მოლაპარაკებაც აწარმოა,თუმცა უშედეგოდ.ტყვეების გაცვლის საკითხის წარუმატებლად დასრულებაში რიჩარდმა ბრალი სალადინს დასდო,რის გამოც მისი პირადი ბრძანებით ჯვაროსნებმა თავდაპირველად სიკვდილით დასაჯეს 2 700 უდანაშაულო მუსულმანი.მათ შორის ბავშვები და ქალები.მოგვიანებით კი კიდევ 2 000 უდანაშაულო მუსულმანი ემსხვერპლა ჯვაროსანთა დაუნდობელ მახვილს.სწორედ ამ ამაზრზენი დანაშაულებრივი ქმედების შემდეგად უწოდეს ევროპელებმა რიჩარდ I-ს “ლომგული”.თუმცა კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ მუსულმანურ სამყაროში ინგლისის მეფისათვის,რომელიც ხშირად ექცეოდა სხვების გავლენის ქვეშ (თავისი მერყევი ხასიათის გამო ხუმრობით „კიც და არაც” შეარქვეს),ქალაქ აკოში განხორციელებული მუსულმანი მოსახლების ხოცვა-ჟლეტის გამო – რიჩარდ „ლომგული” არავის უწოდებია.მას არაბებმა მეტსახელად – “ქვისგული” შეურჩიეს. – (ავტორი გენია.ჯი)