სალვადორ დალის ექსტრავაგანტული მოსაზრება…
“ღმერთმანი,ძალზე მიჭირდა იმის გაგება,როგორ იოლად ემორჩილება ხალხი საყოველთაოდ მიღებულ წეს-ჩვეულებებს! აი,თუნდაც,მატარებლის ლიანდაგების ამბავი ავიღოთ.წარმოიდგინეთ,რამდენი ასეული კილომეტრი ლიანდაგია მსოფლიოში დაგებული და რამდენს მოსდის თავში მათი აყრა – თუნდაც ისე,გართობის მიზნით! იმის თქმა მინდა,დარწმუნებული ვარ,რომ ყოველ მეორე ადამიანს უჩნდება ასეთი სურვილი,მაგრამ როცა უნგრეთში ვინმე მარუშკა დაიჭირეს ამგვარი საქმიანობის გამო,უბრალოდ გიჟად მიიჩნიეს…
ასევე არ მესმის,როგორ ერთიანად დაიცალა ეს ხალხი ფანტაზიებისაგან! ვთქვათ,რატომ არც ერთ ავტობუსის მძღოლს თავშიც კი არ მოსდის,ერთხელ მაინც დააჯახოს მანქანა კანფეტების ავტომატს და იქვე,ქუჩაში მიმავალი ბავშვების გული გაახაროს!
ვერაფრით გამიგია,უნიტაზების არც ერთ მწარმოებელს რატომ არ აფიქრდება,პატარ-პატარა ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩაამონტაჟოს საკუთარ ნაწარმში,რომ მერე თავადაც იხალისოს და ოჯახის წევრებსაც ამცნოს,თუკი გაიგებს,რა მოსვლია მავან პოლიტიკოსს,წყლის ჩამოსაშვები ჯაჭვი რომ მოუქაჩავს გულდამშვიდებულს.
ან,ვთქვათ,რატომაა ყველა აბაზანა ერთნაირი ფორმის?! ან რატომ არა აქვს არც ერთ ტაქსისტს იმგვარი მოწყობილობა,რომ მზიან ამინდშიც კი მგზავრს საწვიმარი ქოლგის გაშლა დასჭირდეს?! წარმოიდგინეთ ერთი,რამდენი ვინმე გადაიხდიდა მგზავრობის დამატებით საფასურს ასეთი სიამოვნების მისაღებად!
ანდა,ვთქვათ,რესტორანში რატომ არასოდეს მოუტანიათ ჩემთვის შემწვარი ორაგულის მაგივრად მოხარშული ტელეფონი?! ან რატომ აციებენ შამპანურის ბოთლს იმის ნაცვლად,ყინული ტელეფონის მოხარშულ ყურმილს შემოუწყონ გარშემო?!
სწორედ ასევე,ვერაფრით გამიგია,თუ როგორ ახერხებს ხალხი,ყოველივე ერთსა და იმავე საქმიანობას მისდიოს და და ერთხელაც კი არ გადაუხვიოს დადგენილ წესსა და რიგს! მე პირადად,ისევე მაკვირვებს კლერკის ქცევა,რომელსაც თავში არასოდეს მოსდის კლიენტის მიერ ხელმოწერილი ჩეკის შეჭმა,როგორც ვერაფრით ამიხსნია,ჩემამდე რატომ არავის მოუსაზრებია – „რბილი საათი” დაეხატა!” – (ავტორი გენია.ჯი)