ანტიგერმანული ისტერია – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,გერმანიისადმი მტრულად განწყობილ რიგ ევროპულ ქვეყნებში,განსაკუთრებით კი ინგლისში,საფრანგეთსა და რუსეთის იმპერიაში,დაწყებული იქნა საშინელი ანტიგერმანული ისტერია. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,რუსეთში იმ დაწესებულებებს (მაღაზიებს,რესტორნებს,სახელოსნოებს და ასე შემდეგ),რომლებიც გერმანელი ბიზნესმენების კუთვნილება გახლდათ,გამძვინვარებული ბრბო მასიურად ანადგურებდა; სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აკრძალული იქნა გერმანული ენის სწავლების კურსები; რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ანტიგერმანულმა ისტერიამ ისეთი სასტიკი და ოდიოზური ფორმა შეიძინა,რომ შესანიშნავი ძაღლის ჯიშის – „გერმანული ნაგაზების” მკვლელობებიც კი დაიწყეს; გერმანული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად,სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის – „ანტანტის” მხარდამჭერ აშშ-ი,ჰამბურგერებში სახელგანთქმული ფრანკფურტული სოსისის გამოყენება აიკრძალა; გაერთიანებული სამეფოს მეფემ – ჯორჯ V-მ,რომელიც გერმანული საქსენ-კობურგ-გოთას საგვარეულოს წარმომადგენელი გახლდათ,გერმანელთა მიმართ პროტესტის ნიშნად, 1917 წელს სულაც შეცვალა ბრიტანელი მონარქების საგვარეულო სახელწოდება.მას შემდეგ ბრიტანელი მონარქები ამაყად ატარებენ „უინძორის” დინასტიის წარმომადგენელთა საპატიო გვარს. – (ავტორი გენია.ჯი)