„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. „ქვები,რომლებსაც სასულიერო პირებს ესვრიან,ღმერთამდე ვერ აღწევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ყოველი ცოდვის გამო,რომ ცოდვილის ირგვლივ ციდან აგური ცვიოდეს,სულ რაღაც ერთ დღეში იგი ხეოფსის პირამიდას დაემსგავსებოდა”.

* * *

3. „ყველაზე აუტანელი სულელები – განათლებული სულელები არიან”.

* * *

4. „არაფერი ღირს ის,ვისიც არაფერი შურთ”.

* * *

5. „ყოველი ადამიანი კარგად აღზრდილად მიიჩნევს თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „დუმილი – საუბრის განსაკუთრებული ხელოვნებაა”.

* * *

7. „მთავარია,საკუთარი თავისგან ბევრი მოითხოვო”.

* * *

8. „ყველაზე რთული პროფესიაა – იყო ადამიანი”.

* * *

9. „სინდისი გახლავთ მოსამართლე,რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. „არსებობს მხოლოდ პირველი ადგილი. და – სხვა დანარჩენი”.

კომენტარის დატოვება