პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ევროპაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად,ჯადოქრები და მაგები სატანის პირდაპირი მსახურები გახლდნენ დედამიწაზე,რის გამოც მათ წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით მიმდინარეობდა ბრძოლა. (ავტორი გენია.ჯი) ის ბრძოლა,რომელსაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ჯადოქრებისა და მაგებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება კარდინალურად საწინააღმდეგო ხასიათის მატარებელი იყო.ისინი შუა საუკუნეების პერიოდის ევროპისაგან განსხვავებით,ქალაქებში ცხოვრობდნენ და სრულიად ლეგალურად ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას.ის კი არა და, ძველ ბერძნებს ჯადოქრებისა და მაგების მფარველი ღვათაება – ჰეკატეც კი გააჩნდათ.მიუხედავად ამისა,ანტიკურ ხანაში ამ უცნაური პროფესიის მქონე ადამიანების მიმართ მაინც სხვადასხვა სახის დამოკიდებულება გააჩნდათ ადამიანებს.მაგალითად,გენიალური ძველ რომაელი პოეტი და სახელგანთქმული პოემის – „მეტამორფოზების” ავტორი – პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ.წ.აღ-ით 43 – ახ.წ.აღ-ით 17 წლები),ჯადოქრებისა და მაგების მიმართ ერთობ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.იგი ყოველ მის უბედობას ჯადოქრობასთან აკავშირებდა.ოვიდიუსი ხშირად შენიშნავდა,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზს პოეტის მიმართ უარყოფითად განწყობილი ჯადოქრები წარმოადგენდნენ.გარდა ამისა,იგი ჯადოქრებისა და მაგების წყევლას უკავშირებდა ქვეყანაში საშინელი გვალვების სეზონების დადგომას,რაც თავის მხრივ მოსახლეობის შიმშილობას იწვევდა.სწორედ ამიტომაც შენიშნავს ირონიულად ნაზონის ბიოგრაფიის რამდენიმე მკვლევარი – „ოვიდიუსს რომ შუა საუკუნეებში ეცხოვრა,ინკვიზიციის გულმხურვალე მხარდამჭერი იქნებოდა ჯადოქრების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)