სალვადორ დალი წერდა…
„თვალების გამომეტყველებას დიახაც რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს; ან ბუნებრივი გონიერება უნდა გამოსჭვოდეს, ან სულ ცოტა – მოჩვენებითი მაინც! ბრიყვულად მომზირალი დახვეწილი ქალი – წარმოუდგენელი ამბავია, ოღონდ ერთიცაა – არაფერი ისე არ მიესადაგება სრულყოფილ მშვენიერებას, როგორც ბრიყვული გამომეტყველება და ამის თვალსაჩინო მაგალითი – ვენერა მილოსელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მინდა თუ არა, ეტყობა, უხეში ექსცენტრიულობა ჩემი ხვედრია”.
* * *
„მე – მხოლოდ მე! მარტო მე და მეტი არაფერი!”
* * *
„სისხლი თაფლზე მეტად ტკბილია”.
* * *
„მე თუ მკითხავთ, ნიუ-იორკი რაღაცნაირად ამოტრიალებულ ეგვიპტეს წააგავს:
იქ სიკვდილს ემონებოდნენ და პირამიდებსაც სიკვდილის საპატივცემულოდ აგებდნენ, აქ კი ცათამბჯენები ორღანის მილებივით წამომართულა – დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის შესაძლებლობათა სადიდებლად”. – (ავტოპრი გენია.ჯი)