ჟოზეფ ლე ბონი – „ეპიზოდი”
„ჩვენთან შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ”. – ამ ცნობილ ფრაზას ხშირ შემთხვევაში მიაწერენ საბჭოთა ბელადს – იოსებ სტალინს,თუმცა ამას სიმართლესთან საერთო არაფერი აკავშირებს. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა იმპერიაში აღნიშნული ფრაზა პირველად გამოყენებული იქნა 1942 წელს რუსი დრამატურგის – ალექსანდრე კორნეიჩუკის მიერ დაწერილ პიესაში – „ფრონტი”.მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფრაზის ავტორი არც ალექსანდრე კორნეიჩუკია.„ჩვენთან შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ”, – ფრაზის ავტორი სინამდვილეში გახლავთ საფრანგეთის რევოლუციური კონვენტის კომისარი – ჟოზეფ ლე ბონი (1765-1795 წლები),რომელმაც იგი პირველად 1793 წელს წარმოსთქვა.ვიკონტ დე გიზელენმა,რომელიც თავის მხრივ,დაპატიმრებული იქნა,როგორც არასაიმედო პოლიტიკური პერსონა,სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მიმართა ჟოზეფ ლე ბონს და აღუთქვა,რომ მას კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება ძალუძდა ახალი საფრანგეთისათვის.რაზეც კონვენტის კომისარს უარი შემდეგი წინადადებით განუცხადებია – „რესპუბლიკაში შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო”.შესაბამისად,ვიკონტ დე გიზელენი შეწყალებული არ იქნა და მას გილიოტინის გამოყენებით თავი მოჰკვეთეს.გიზელენის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე ხანში,გილიოტინაზევე დაასრულა სიცოცხლე ზემოაღნიშნული ფრთიანმი გამონათქვამის ავტორმა – ჟოზეფ ლე ბონმაც. – (ავტორი გენია.ჯი)