ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი უჩვეულო კანონი
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,აზიური ქვეყნების უმეტესობაში,ძალადობრივი გზით გაუპატიურებაში მსჯავრდებულ პირებს კანონის თანახმად – სიკვდილით სჯიან.ასეთივე კანონი მოქმედებს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში,იგივე ჩრდილოეთ კორეაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობაში,სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით,ერთი მეტად უჩვეულო და საინტერესო პუნქტია ჩადებული.კერძოდ,ძალადობის მსხვერპლს უფლება ენიჭება,სურვილის შემთხვევაში არა მხოლოდ დაესწროს მისი მოძალადის სიკვდილით დასჯის პროცესს,არამედ თავადვე შევიდეს იმ ჯგუფში,რომელმაც სასიკვდილო განაჩენი უნდა აღასრულოს.შესაბამისად,ჩრდილოეთ კორეაში,სადაც ამ ამაზრზენ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს დახვრეტით სჯიან,სრულიად შესაძლებელია,ერთ-ერთ ჯალათს,გაუპატიურებაში მსჯავრდებულის შეურაცხყოფილი და ნამუსახდილი მსხვერპლი წარმოადგენდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ძალადობის მსხვერპლს ასეთივე უფლება ენიჭება ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობითაც.