აბაზანის მიღების იაპონური ტრადიცია – „ეპიზოდი”
„ამომავალი მზის” ქვეყნის შვილებისათვის აბაზანის მიღების პროცესი არა მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურასთან,არამედ გონების,სხეულისა და სულის ეფექტურ განტვირთვასთანაც ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ჰიგიენის დიდად მოყვარული იაპონელები აბაზანებს რელაქსაციისათვის უფრო მეტად გამოიყენებენ,ვიდრე ჰიგიენური დანიშნულებისთვის.ამიტომაც იღებენ ისინი ყოველ საღამოს რეგულარულად აბაზანებს.თუმცა საყურაღებოა ის გარემოება,რომ დასავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით,იაპონიაში გავრცელებული ტრადიციის თანახმად,ოჯახის წევრები საბანაოდ ერთი და იგივე წყალს იყენებს.პირველი,ვისაც აბაზანით სარგებობის უფლება გააჩნია – მამაა,შემდგომ მისი მეულე,ბოლოს კი შვილები.
სანამ იაპონელები აბაზანაში განტვირთვას მიეცემიან,ჭუჭყის მოსაცილებლად ისინი აბაზანის გვერდით განთავსებულ საბანაო ტაშტში ბანაობენ.ჭუჭყისაგან გასუფთავებულები კი აბაზანაში ინაცვლებენ და განტვირთვას ეცემიან.შესაბამისად,აბაზანის წყალი არ ბინძურდება,რაც ოჯახის სხვა წევრებს საშუალებას აძლევს იმავე აბაზანაში იბანაონ.ამ მხრივ,ისინი წყლის მოხმარების ეკონომიასაც აკეთებენ.იმ შემთხვევაში,თუ ოჯახს სტუმარი ეწვია,პირველი,ვინც ცხელი აბაზანის მიღების პრივილეგიით სარგებლობს,სწორედ რომ სტუმარია. – (ავტორი გენია.ჯი)