კუნძულ ბალიზე დამკვიდრებული უჩვეულო ტრადიცია
ინდონეზიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ მცირე ზონდის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ – ბალიზე მაცხოვრებელ ხალხში ერთი ძალიან უჩვეულო ტრადიციაა დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კუნძულის აბორიგენი მოსახლეობა ახლად დაბადებულ ბავშვებს ღვთაებებთან ათანაბრებენ,რის გამოც მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწაზე ფეხს არ ადგმევინებენ.იმ შემთხვევაში,თუ დედის უყურადრებობის გამოისობით ბავშვი მაინც მოახრხებს და იატაკზე თამაშს დაიწყებს,მშობელს მის მიმართ მრავალი ბრალდების მოსმენა მოუწევს.კუნძულ ბალიზე მაცხოვრებელ ხალხში გამჯდარი რწმენის თანახმად,თუ ჩვილი თავისი დაბადების დღიდან 210 დღის განმავლობაში მიწას ფეხით შეეხება,იგი ყოველგვარი საფრთხისაგან დაუცველი გახდება.ბავშვის დაბადებიდან 210 დღის გასვლის შემდგომ,პატარასთვის ტარდება სპეციალური რიტუალი,რაც იმ გარდამავალი პერიოდის მაუწყებელია,როდესაც ბავშვი ღვთაებისაგან სრულყოფილ ადამიანად გარდაიქმნა. – (ავტორი გენია.ჯი)