კორუფცია – „ეპიზოდი”
როგორც მრავალი ისტორიული წყარო ირწმუნება,ძველ საბრძნეთსა და ძველ რომში ერთობ გავრცელებული იყო ქრთამის გადახდის მეშვეობით ამა თუ იმ საქმის მოგვარება. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წყაროების მტკიცებით,კორუფციას განსაკუთრებით ფესვი ჰქონდა გადგმული ძველ ბერძენ და ძველ რომაელ ათლეტებში.მათ შორის ოლიმპიელ სპორტსმენებშიც კი.ეგვიპტეში აღმოჩენილი პაპირუსიდან ვგებულობთ,რომ ერთ-ერთმა რომაელმა ოლიმპიელმა ათლეტმა გამარჯვების სანაცვლოდ მის მოწინააღმდეგეს ერთი ვირის საყიდელი რაოდენობის მქონე ქრთამი გადაუხადა.თუმცა,როგორც ავღნიშნეთ,ეს სულაც არ იყო ერთეული შემთხვევები.დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეორე სოფისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ფილოსტრატე უფროსი (170-247 წლები) ირწმუნებოდა,რომ ოლიმპიაში არსებული საყოველთაოდ ცნობილი ზევსის ქანდაკების ასაგებად ბერძნებმა სწორედ ის ფული გამოიყენეს,რომელიც სახელმწიფომ ჯარიმის სახით ამოიღო მექრთამეობაში მხილებული არაკეთილსინდისიერი სპორტსმენებისაგან.გარდა ამისა,ფილოსტრატე მექრთამეობაში ბრალს სდებდა სპორტსმენების მწვრთნელებსაც. – (ავტორი გენია.ჯი)