“მიგელ დე სერვანტესის პრემია”
“მიგელ დე სერვანტესის პრემია” - ესპანურ ენაზე ”Premio Miguel de Cervantes” წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდესს ლიტერატურულ ჯილდოს,რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ესპანურ ენაზე დაწერილ საუკეთესო ნაწარმოების (რომანი,პოემა,პოეზია,დრამატურგია) ავტორს.კანდიდატთა ვინაობებს,წარადგენს ესპანურენოვანი ქვეყნების აკადემიები და ესპანეთის კულტურის სამინისტრო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრიზის მფლობელი გარდა იმისა,რომ პრიზს იღებს,ამასთანავე გადაეცემა ფულადი ჯილდო 90 000 ევროს ოდენობით.იგი დაფუძნებულ იქნა 1976 წელს და ყოველი წლის 23 აპრილს გადაეცემა გამარჯვებულს,აღნიშნული თვე და რიცხვი კი წარმოადგენს უდიდესი ესპანელი დრამატურგის – მიგელ დე სერვანტესის,გარდაცვალების თარიღს.პირველი მფლობელი პრემიისა,გახლდათ დიდი ესპანელი პოეტი – ხორხე გილსენი (1898-1984 წლები),ხოლო ბოლო მფლობელი ჯერ-ჯერობით,გამოჩენილი ჩილელი პოეტი – ნიკანორ პარა სანდოვალი,რომელმაც აღნიშნული ჯილდო 2011 წელს მიიღო.მათ გარდა “მიგელ დე სერვანტესის პრემია” გადაეცათ: ხორხე ლუის ბორხესს,ოქტავიო პასს,კარლოს ფუენტესს,გონსალო როხასს და სხვა დიდ მწერლებსა თუ პოეტებს. (ავტორი გენია.ჯი)