ჯონ ადამსი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამაარსებელი და ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტი - ჯონ ადამსი (1735-1826 წლები),რომელმაც „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის” შედგენაში მიიღო მონაწილეობა,გახლდათ ის პირველი აშშ-ის მეთაური,რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა,როდესაც მასზე მელანიც კი არ იყო გაშრალი. (ავტორი გენია.ჯი) ადამსის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა კი შემდეგ გარემოებებში აისახებოდა: საფრანგეთთან არსებული საომარი მდგომარეობის გამო პრეზიდენტის ინიციატივით აშშ-ის მოსახლეობას გაეზარდა გადასახადები; ქვეყნის მოქალაქეებს კატეგორიულდ აეკრძალათ აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლებისა და მათი წარმომადგენლების საჯაროდ გაკრიტიკება; თვითნებურად მიინიჭა უფლება ქვეყნიდან გაეძევებინა არა მხოლოდ აშშ-ი სტუმრად მყოფი საფრანგეთის მოქალაქეები,არამედ ამერიკის ის მოქალაქეებიც კი,რომლებიც საფრანგეთის შესახებ დადებით მოსაზრებას გამოხატავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)