მარკ ტვენი – „ეპიზოდი”

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ძველად ჩინეთში „საწოლის ღვთაებას” – „აჟი”-ს ეთაყვანებოდნენ,რომელიც თავის მხრივ,საძინებლის მფარველ და შთამომავლობის მიმცემ ღვთაებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ „აჟის” ჩინელები მეათე საუკუნემდე ეთაყვანებოდნენ.შესაბამისად,ჩინელები საწოლს იმთავითვე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ.ამ მხრივ მეორე ადგილს სტატისტიკოსები ფრანგებს ანიჭებენ.ფრანგებმა საწოლების შესახებ უამრავ საინტერესო ინფორმაციას მოუყარეს თავი,რომელიც შემდგომ წიგნად გამოსცეს (ცნობისათვის,აღნიშნული წიგნის სახელწოდება გახლავთ – „საწოლი”).საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჩინელებისა და ფრანგების მსგავსად,საწოლს იმთავითვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთი დიდი ამერიკელი მწერალი,როგორიც გახლდათ - მარკ ტვენი (1835-1910 წლები).იგი საწოლს ადამიანისათვის ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევდა დედამიწაზე,რადგან სწორედ საწოლში განუტევა კაცობრიობის უდიდესმა ნაწილმა სული.გარდა ამისა,მარკ ტვენი გახლდათ ის ადამიანი,რომელიც ყველაზე უცნაური ფორმების მქონე საწოლს ეძებდა წლების განმავლობაში.მწერალს სურდა,რომ მის საძინებელში მდგომ საწოლს მასში სარკასტული ღიმილი გამოეწვია.ამერიკაში მარკ ტვენმა ასეთი სახის მქონე საწოლი ვერ აღმოაჩინა,თუმცა-კი ხანგრძლივი ძებნის შემდგომ მან თავისი ოცნების საწოლი იტალიაში მოგზაურობისას აღმოაჩინა.როგორც რამდენიმე წყარო ირწმუნება,მარკ ტვენის მიერ იტალიაში შეძენილი და სამშობლოში ჩატანილი საწოლი უზარმაზარი მოცულობის მქონე იყო და მისი კუთხეები გაფორმებული გახლდათ ბრინჯაოსგან დამზადებული ანგელოზებით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>