“თაობა 98 წლიანებისა’”
“თაობა 98 წლიანებისა” - ესპანურ ენაზე “Generacion del 98″, წარმოადგენდა ესპანელ მწერალთა იმ ჯგუფს,რომლებიც ძლიერ განიცდიდენ და გადმოსცემდნენ თავიანთ შემოქმედებაში,საბოლოო კრახს ესპანური იმპერიისა.ამერიკა-ესპანეთის ცნობილი სამხედრო კონფლიქტი 1898 წელს,რომელსაც პირველ იმპერიალისტურ ომად მოიხსენიებდნენ კოლონიური სამფლობელოების გადასანაწილებლად, (ავტორი გენია.ჯი) ესპანელთა სრული მარცხით დასრულდა,რის შედეგადაც ესპანეთმა დაკარგა: კუბა,ფილიპინები და პუეტრო-რიკო.აღნიშნულმა მოვლენებმა ამ ქვეყანაში გამოიწვია ღრმა სოციალური,მორალური და პოლიტიკური კრიზისი.ზემოთ აღნიშნული სახელწოდება ესპანელ მწერალთა ჯგუფს,უწოდა გამოჩენილმა ესპანელმა მწერალმა და ესეისტმა – ხოსე აუგუსტო ტრინიდად მარტინეს რუისმა (1873-1967 წლები),რომელსაც უფრო ფსევდონიმით “ასორინით” იცნობდნენ.აღნიშნულ ჯგუფში შედიოდნენ 1864 წლიდან – 1875 წლამდე დაბადებული მწერლები და მათ შორის ისეთი ცნობილი ესპანელი მწერლები,როგორებიც იყვნენ: პიო ბაროხა,მიგელ ასინ პალასიოსი,ხასინტო ბენავანტო,მიგელ დე უნამუნო,ანტონიო მაჩადო და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)