მერსედეს ბარჩა პარდო – „ეპიზოდი”
დიდმა კოლუმბიელმა მწერალმა-პროზაიკოსმა – გაბლიელ გარსია მარკესმა (1927-2014 წლები) თავისი მომავალი მეუღლე – მერსედეს ბარჩა პარდო საცეკვაო მოედანზე გაიცნო.იმ დროს მერსედესი 13 წლის ასაკში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) პარდოს დედა კოლუმბიელი გახლდათ,ხოლო მამა კი პალესტინური წარმომავლობის მქონე ეგვიპტელი ფერმერი.სწორედ ამიტომაც ამბობდა მოგვიანებით მარკესი საყვარელი მეუღლის შესახებ,რომ „მერსედეს ნილოსის გველის იდუმალი სილამაზე დაჰყვა თანო”.მკაცრი კათოლიკური აღზრდის მქონე გოგონა გარდა შესანიშნავი გარეგნობისა და განათლებისა,პასუხისმგებლობის დიდი უნარითაც გამოირჩეოდა,რამაც გაბრიელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ 18 წლის მარკესმა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მყოფ მერსედესს სთხოვა ხელი,თუმცა მათი ქორწინება 13 წლის გასვლის შემდეგ შედგა ოფიციალურად.ბიოლოგის პროფესიის მოსურნე პარდომ მეუღლესთნ 55 წლის განმავლობაში თანაიცხოვრა განუზომელი სიყვარულით.ჰქონიათ,როგორც წარმატების,ასევე წარუმატებლობის პერიოდებიც.მიუხედავად ამისა,მათ ცხოვრებისეულ იდილიას საფრთხე არასოდეს დამუქრებია.მერსედესი მარკესის გვერდით მაშინაც იყო,როდესაც იგი თავის პირველ რომანზე – „მარტოობის ას წელიწადზე” მუშაობდა.იმისათვის რომ გაბრიელს მუშაობაში ხელი არ შეშლოდა,ოჯახზე ზრუნვა მან სრულად აიღო საკუთარ თავზე.იგი იმთავითვე დარწმუნებული იყო თავისი ქმრის გენიალურობაში,რაც მისი ნაწარმოების წარმატების უმთავრეს გარანტად მიაჩნდა.რომანის დაწერის დაწყებიდან ორი წლის გასვლის შემდეგ მარკესი „მარტოობის ას წელიწადზე” მუშაობას მორჩა.ეს ის პერიოდია,როდესაც ოჯახს ურთულესი ეკონომიური მდგომარეობა გააჩნდა.მერსედესმა დროთა განმავლობაში მთელი თავისი ძვირფასეულობა ოჯახის შენახვას მოახმარა, და როდესაც დადგა ჟამი „მარტოობის ასი წელიწადის” გამომცემლობის რედაქციაში გაგზავნისა,აღმოჩნდა,რომ გასაგზავნი ფული არ გააჩნდათ.სწორედ ამ დროს,მერსედესმა ოჯახში არსებული უკანასკნელი აპარატურა – ფენისა და მიქსერის სახით, – გაყიდა და ასეთი მეთოდით გამომუშავებული ფულით გაგზავნეს რედაქციაში მარკესის ყველაზე სახელოვანი ლიტერატურული ქმნილება.ქმნილება,რომელმაც მათ ოჯახს არა მხოლოდ დიდი სახელი,არამედ დიდი ფინანსური მოგებაც მოუტანა. – (ავტორი გენია.ჯი)