ერნი ჩემბერსი – „ეპიზოდი”

ცნობილი ამერიკელი ესეისტი,სატირიკოსი და ჟურნალისტი – ჰენრი მენკენი (1880-1956 წლები) წერდა – „სასამართლო: ადგილი,სადაც იესო ქრისტე და იუდა ისკარიოტელი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდნენ,ამ უკანასკნელის ოდნავი უპირატესობითო”. (ავტორი გენია.ჯი) მენკენის აღნიშნული ციტატა ნებრასკელი სენატორის – ერნი ჩემბერსის ერთმა გაუგონარმა ქმედებამ გამახსენა.კერძოდ, 2007 წელს ამერიკელმა სენატორმა აშშ-ის სასამრათლოში შეიტანა სარჩელი და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,მისი სარჩელი ჩვენი მაცხოვარის – იესო ქრისტეს წინააღმდეგ იყო მიმართული.ერნი ჩემბერსი შემოქმედს ბრალს სდებდა ადამიანების მიმართ გამოვლენილ სასტიკ ქმედებებში,ძალადობაში,ცინოზმში,სხვადასხვა დაავადებების გავრცელებასა და კატაკლიზმებში.მათ შორის დედამიწაზე მომხდარ წყალდიდობებში,მიწისძვრებში,შიმშილობებში,ომებში,გვალვებში და ასე შემდეგ.ამის გამო იგი მოითხოვდა,რომ ღმერთისათვის სასამართლოს ერთხელ და სამუდამოდ აეკრძალა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და მათ პირად საქმეებში „უხეში” ჩარევა.ნიშანდობლივია ისიც,რომ სასამართლომ ჩემბრერსის საჩივარი წარმოებაში მიიღო (ცნობისათვის,აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ ნებისმიერის,ვინც არ უნდა იყოს იგი,წინააღმდეგ შეიტანონ სარჩელი სასამართლოში).როგორც მოგვიანებით ჩემბერსმა განმარტა,მისი მეტად უჩვეულო და გაუგონარი ქმედება გახლდათ პროტესტი,განპირობებული აშშ-ის კონსტიტუციაში ჩადებული ამ არასერიოზული და ყოვლად უაზრო მუხლის წინააღმდეგ.იმ მუხლის წინააღმდეგ,რომლის მიხედვითაც სასამართლო ვალდებული იყო ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერის წინააღმდეგ აღეძრა საქმე. – (ავტორი გენია.ჯი)

ერნი ჩემბერსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>