„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ნურც მაგრე რიგად შეუშინდებით შეცდომას,ვინაიდან მარტო ბრმა მერწყეული ვირი არ შესცდება ხოლმე.შეჩვეულ ბილიკს ერთი ნაბიჯითაც არ გადასცდება,ხოლო თვალხილული ადამიანი მუდამ ახალ გზას ეძებს და ამიტომ ხშირად სცდება ხოლმე.მაშ ნუ შეუშინდებით შეცდომას,თუ იგი საბედისწერო არ გამოდგა,ოღონდ დროზე შენიშნეთ,აღიარეთ და შეასწორეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ზოგი თქვენთაგანი ხშირად ჰფიქრობს სიკვდილზე.ხელი აიღეთ,ის ტიელი სამუდამოდ დაივიწყეთ,რადგან თვითონ სიკვდილი მარად ჰფიქრობს თქვენზე”.
* * *
3. „წარსული ზღაპრად მეჩვენება,აწმყო გაუგებარია,მყოფადი კი განუჭვრეტელი.თქვენ კი წარსული გაცხრილეთ,აწმყო გაიგეთ და პირი მუდამ მომავლისკენ იქონიეთ”.
* * *
4. „კაეშანი და სამგლოვიარო კინწისკვრით გააგდეთ და გულსა თქვენსა შიგან მხნეობისა და სიხარულის შუქი ჩაასვენეთ”.
* * *
5. „მოსალოდნელ სიკვდილზე უარესი მხოლოდ სიბერით სიკვდილის მოლოდინია”.
* * *
6. „წესია ბუნებისა – ხიფათის დროს დედა აღარ ყოყმანობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „ამ ქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია.დღეს თუ ხვალ ქვეყანა თვითონ დაგეწევა – ვერსად წახვალ! – და თვითონ გაგაღვიძებს,მაგრამ ისე უხეშად,ისე მკაცრად შეგანჯღრევს,რომ სამუდამოდ დაგამტვრევს,დაგაგონჯებს,გაგაგიჟებს.ამიტომ სჯობია,რომ შენვე დაუბრუნდე სინამდვილეს,რეალურს,დაყრუებულთა,ბრმათა და განდეგილთათვის იგი გარდუვალია,მოუტეხავი,მძლეთა-მძლე და შეუნდობარი,ხოლო მორჩილთა და თვალხილულთათვის იგი ლმობიერია,მისანდობარი და ერთგული”.
* * *
8. „ჭკუაც ისე სჭამს რწმენას,როგორც მზე – ყინულს”.
* * *
9. „მართალია,ზოგჯერ ისედაც ხდება,რომ მავანს მახინჯი და უხეირო შვილი შეეძინება,მაგრამ მშობლიური სიყვარული მაშინვე სახვევით აუკრავს თვალს და სილამაზის ნიმუში ჰგონია იგი და მეგობრებს ერთთავად შვილის შნოსა და ლაზათზე ეჩიჩინება”.
* * *
10. „ჩემს ქურქქვეშ თუგინდ მეფეს ვურქენ”. – (ავტორი გენია.ჯი)