იორდანიული ტრადიციის შესახებ…
ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ერთ-ერთ არაბულ სახელმწიფოში – იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში დღემდე უდიდესი ყურადღება ექცევა უძველეს ტრაციებსა და ადრეულ ეპოქებში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს. (ავტორი გენია.ჯი) იორდანელი მამაკაცებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთ მანდილოსნებზე დაქორწინება,რომლებმაც თავისი ცხოვრების გზა უმწიკვლოდ განვლეს.მას შემდეგ,რაც ახლადშეუღლებული წყვილი პირველ ღამეს ერთად თანაიცხოვრებს,დილით წყვილს სიძის დედა (დედამთილი) ეგებება წინ.ამ დროს იგი თავის ვაჟს შემდეგი სახის შეკითხვით მიმართავ: „ამ ღამით ლომი იყავი თუ აფთარი?” – იმ შემთხვევაში,თუკი ვაჟმა დედას პასუხად მიუგო,რომ ღამით ლომად იგრძნო თავი,მაუწყებელია იმისა,რომ რძალი მართლაც უმწიკვლო რეპუტაციის მქონე გახლათ,რადგან როგორც ცნობილია,ლომები სხვა ცხოველების მიერ მონადირებულ,გამოხრულ და მიტოვებულ ლეშს ახლოსაც არ ეკარებიან აფთრებისაგან განსხვავებით.საყურადღებოა ისიც,რომ იორდანელი მამაკაცებისათვის სიდედრი ასოცირდება როგორც ერთგულ მოკავშირესთან,ასევე პოტენციურ მტერთანაც,რადგან აღნიშნულ ქვეყანაში უამრავი ოჯახი იქნა დანგრეული მათი უშუალო გავლენის გამოისობით.ეს კი განპირობებულია იმ უძველესი ტრადიციით,რომლის თანახმადაც სიდედრი ქალიშვილის გათხოვების შემდგომაც უდიდს გავლენას ინარჩუნებს არა მხოლოდ საკუთარ ქალიშვილზე,არამედ მის ოჯახზეც კი.სწორედ ამიტომაც გააჩნიათ იორდანიაში მამაკაცებს თავიანთი სიდედრების მიმართ განსაკუთრებული ხათრი,მოკრძალება,პატივისცემა და შიშიც კი. – (ავტორი გენია.ჯი)