რა ეროვნების არიან სინამდვილეში უცხოეთის სტადიონებზე მყოფი „ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები?”

სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების,მათ შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების მიმდინარეობისას,ტელევიზიის საშუალებით,ალბათ,არაერთხელ გვინახავს უცხოეთის სტადიონებზე ერთად თავმოყრილი „ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები” თავიანთი ეროვნული დროშების ფონზე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: „ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები”,რომელთაც ქვეყნის ეროვნული დროშები უჭირავთ ხელში,სრულებითაც არ გახლავან კორეელები.ისინი უმეტესწილად ჩრდილოეთ კორეის საელჩოების მიერ სპეციალურად სპორტული ღონისძიებებისათვის დაქირავებული ჩინელი მოხალისეები არიან,რომელთაც რაღა თქმა უნდა გარკვეულ გასამრჯელოს უხდიან.აღნიშნული ფაქტი განპირობებულია იმ საშინელი და ოდიოზური ჩრდილო კორეული კანონმდებლობით,რომლის თანახმადაც (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა,რომლითაც ძირითადად ქვეყნის უმაღლსი ხელისუფლების პირები სარგებლობენ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებს ქვეყნის საზღვრის დატოვება კატეგორიულად ეკრძალებათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>