დიქტატორების თავდაპირველი პროფესიები – „ნაწილი I”
რობერტ მუგაბე – ზიმბაბვეს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1987 წლიდან პროფესიით პედაგოგი გახლავთ და ბაკალავრის ხარისხიც გააჩნია.კათოლიკე მუგაბემ თავისი კარიერა სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელად მუშაობით დაიწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
კიმ ჩენ ირი (1942-2011 წლები) – ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური პროფესიით პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალისტს წარმოადგენდა.
კიმ ირ სენი (1912-1994 წლები) - ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის კარიერა იაპონელ ოკუპანტთა წინააღმდეგ პარტიზანულ რაზმში გაწევრიანებით დაიწყო.მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას იგი საბჭოთა არმიის მაიორის რანგში ხელმძღვანელობდა კორეულ კონტიგენტს.
ტან შვე – მიანმარის კავშირის რესპუბლიკის სამხედრო დიქტატორი თავდაპირველად ფოსტის თანამშრომელს წარმოადგენდა. 1954 წელს კი დაამთავრა ოფიხერთა მომზადების სკოლა და სამხედრო პირი გახდა.
ომარ ალ-ბაშირი – სუდანის რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1966 წელს დაამთავრა სუდანის სამხედრო აკადემია და მონაწილეობა მიიღო იომ-ქიფურის ომში 1973 წელს.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი – თურქმენეთის პრეზიდენტი პროფესიით სტომატოლოგი გახლავთ.დასრულებული აქვს ასპირანტურა და მინიჭებულინ აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. – (ავტორი გენია.ჯი)
ისაიას აფევერკი - ერიტრეას სახელმწიფოს პრეზიდენტი. 1966 წელს ადის-აბებას უნივერსიტეტში მიატოვა სწავლა და ერიტრეას ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაერთო.სამხედრო მომზადება ჩინეთში გაიარა.
სადამ ჰუსეინი (1937-2006 წლები) – ერაყის პრეზიდენტს მამინაცვალი პატარაობაში აიძულებდა ქათმებისა და ცხვრების მოპარვას,რათა ისინი შემდგომ გაეყიდა.როგორც მკვლევარები ირწმუნებიან ჰუსეინის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე ბავშვობის უმძიმემა წლებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს,რამაც თავის მხრივ,მის სასტიკ მმართველობაში ჰპოვა ასახვა.ელიტურ სამხედრო აკადემიაში მოხვედრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,ჰუსეინი მაციონალიზმისა და პანარაბიზმის ციტადელად წოდებულ ალ-კარხის სკოლაში ჩაირიცხა და მალევე საბრძოლო ნათლობაც მიიღო.
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა 1975 წელს დაამთავრა მოგილიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.მოგვიანებით სწავლა განაგრძო ბელორუსის სოფლის მეურნეობის აკადემიის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.სწავლის დასრულების შემდგომ,რამდენიმე ხნის განმავლობაში „სუკი”-ს სასაზღვრო ჯარებში პოლიტინსტრუქტორად იმსახურა.
ბლეზ კომპაორე – ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი 1987-2014 წლებში.დაამთავრა კათოლიკური სკოლის პედაგოგიური სასწავლებელი,რის შემდგომაც მოხალისედ წავიდა ქვეყნის ეროვნულ არმიაში. 1975 წელს კამერუნში დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და გახდა ბურკინა-ფასოს არმიის ოფიცერი. – (ავტორი გენია.ჯი)