ფრაზეოლოგია „თავისუფალი სიტყვის” შესახებ…

1. „პოლიტკორექტულობა ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ თავისუფალ სიტყვასაც კი დავემშვიდობეთო”, – განაცხადა ერთხელ მარგარეტ ტეტჩერის ქალიშვილმა – კეროლ ტეტჩერმა. მე კი ვუპასუხე:

„ – მომისმინეთ, თავისუფალი სიტყვა აქ არაფერ შუაშია. და საერთოდ, თავისუფალი სიტყვა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ილაპარაკო ის, რაც შენთვის არის სასარგებლო.პირიქით, თავისუფალი სიტყვა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გითხრათ: „ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ მართალი არა ხართ”. პოლიტკორექტულობა – სასჯელი არ გახლავთ. ის მხოლოდ პატივისცემა და თანაბარი ურიერთობაა ადამიანებთან მიმართებაში”. – რიჩარდ ჰერდინგი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2.  „ისე არაფერი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ლუკმით სავსე პირი”. – ლუდვიგ ბერნე

* * *

3. „ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც თავისუფალი სიტყვა უფრო მეტია, ვიდრე ჯანსაღი აზრი”.

* * *

4. „ადამიანები ითხოვენ თავისუფალ სიტყვას თავისუფალი აზროვნების სანაცვლოდ. იმ აზროვნებისა, რომელიც მათ არ გააჩნიათ”. – სოკრატე

* * *

5. „თავისუფალი სიტყვა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, საფასური იყო განსხვავებული: ერთი და იგივე გამონათქვამის გამო ადამიანებს XVI საუკუნეში კოცონზე წვავდნენ, XVIII საუკუნეში – ეკლესიიდან ჰკვეთდნენ, XIX საუკუნეში – დუელში იწვევდნენ, XX საუკუნეში კი გაზეთებში აკრიტიკებდნენ”. – რობერტ ფოგელი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „მეჩვენება, რომ ენას თავისუფლება კბილების დაკარგვის შემდეგ უფრო ეძლევა”. – სტანისლავ ეჟი ლეცი

* * *

7. „ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თქვას ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ნებისმიერ სხვა ადამიანს კი აქვს უფლება ამისათვის იგი სცემოს”. – სემიუელ ჯონსონი

* * *

8. „მე მოვითხოვ თავისუფალ სიტყვას, მაგრამ არ მსურს იგი დამოუკიდებელი იყოს ჯანსაღი აზრისაგან”. – ვიქტორ ფრაიდა

* * *

9. „ტელევიზიებმა დიქტატურა შეუძლებელი გახადეს, თუმცა-კი დემოკრატია – აუტანელი”. – შიმონ პერესი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

10. „ჟურნალისტიკისათვის მართალი სიტყვა იგივეა, რაც ქალისთვის – პატიოსნება”. – ჯოზეფ პულიცერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>