დანტე ალიგიერი – „ეპიზოდი”

უკვდავი პოემის – „ღვთაებრივი კომედიის” გენიალურ იტალიელ ავტორს – დანტე ალიგიერს (1265-1321 წლები) არც სიცოცხლეში უმართლებდა და არც სიკვდილის შემდეგ გაუმართლა. (ავტორი გენია.ჯი) იტალიური სალიტერატურო ენის ფუძემდებელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ბრალდებით ჯერ კიდევ მანამდე გააძევეს მშობლიური ფლორენციიდან,სანამ ის თავის ყველაზე სახელოვან ქმნილებას დაწერდა.იძულებითი ნავთსაყუდელი ამ უდიდესმა იტალიელმა მოაზროვნემ და ღვთისმეტყველმა ქალაქ რავენაში ჰპოვა,სადაც იგი გარდაცვალების შემდგომ დაკრძალული იქნა კიდეც სან-ფრანჩესკოს ტაძარში.ალიგიერის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის გასვლის შემდეგ ფლორენციაში გაათვითცნობიერეს და აღიარეს დანტეს გენია,რის გამოც ქალაქის ხელისუფლებამ პოეტის ნეშტის მშობლიურ ქალაქში გადასვენების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.აღნიშნულ საქმეში ჩაერთო ისეთი გენიალური იტალიელი ხელოვანი,როგორიც გახლდათ – მიქელანჯელო ბუონაროტი.იგი პირადად ეახლა რომის პაპს – ლეო X-ს და მისგან დანტე ალიგიერის ფლორენციაში გადასვენების ნებართვა ითხოვა,რაზეც თანხმობა მიიღო.თუმცა,როდესაც ალიგიერის კუბო იქნა გახსნილი,აღმოჩნდა,რომ იგი – ცარიელი იყო… როგორც შემდგომში გაირკვა,დანტეს ნეშტი ფრანცისკანელმა ბერებმა ჯერ კიდევ მაშინ გადაუმალავთ ყველასათვის უცნობ ადგილას,როდესაც რომის პაპმა გამოუცია ბრძანებულება ერესში ბრალდებული ალიგიერის ნეშტის კოცონზე დაწვისა.

XIX საუკუნეში რავენა დანტე ალიგიერის 600 წლის საიუბილეო ღონისძიებებისათვის ემზადებოდა,რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილი იქნა სან-ფრანჩესკოს ტაძრის რესტავრაცია.სწორედ ტაძრის რესტავრაციის დროს იქნა მშენებლების მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთ კედელში ხის უბრალო ყუთი,შემდეგი წარწერით: „დანტე ალიგიერის ძვლები აქ შეინახა ანტონიო სანტიმ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>