ალექსანდრე საჯაია – „ცისარტყელა”

განა იმისთვის ვეწამე ამდენს,

რომ განშორება მეგლოვა ბოლოს.

შენი ბაგენი ალუბლებს ჰგავდნენ,

მეც ალუბლები მიყვარდა მხოლოდ.

* * *

მჯერა: ნიავიც ამაოდ ქროდა,

არ მსურს ამაოდ ვარსკვლავი ვთვალო…

შენ ღვინისფერი თვალები გქონდა,

მეც შავი ღვინო მიყვარდა,ქალო.

* * *

ჩვენ თვითონ ვნახეთ ბავშვი მოცარტი,

ფერად ყვავილებს ფანტავდა ქარში,

იღიმებოდა და საოცარი

მე ცისარტყელა მიყვარდა მაშინ.

* * *

ვინ იცის,მოვა კიდევ შხაპუნა?

ვიცი,ერთხელაც იქნება გვიან…

მე შენმა ზეცამ ცვარი მაპკურა,

მე უშენოდაც მიჯნური მქვია.

კომენტარის დატოვება