აღმოსავლური სიბრძნის ნაკვესები
„საწუთროსაგან მოწყალების დრამას ნუ ეძებ”. – ომარ ხაიამი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცთა ცხოვრება სიზმრის მსგავსია,ჩალად არა ღირს ქვეყნის დიდება”. – XV-XVII საუკუნეების სიჯო
* * *
„ოქროთი ვერვინ შეისყიდის ზუზუნს ქარისას და არ მორჩილებს ხელმწიფებას შუქი მთვარისა”. - XV-XVII საუკუნეების სიჯო
* * *
„დე,ხარბი კაცის სახელი მერქვას,არვის დავუთმობ მას,რაიც მახლავს”. - XV-XVII საუკუნეების სიჯო
* * *
„რა მყიფე არის ცხოვრება ჩვენი,კაცთა იმედი ფუჭია მასში”. – ამანოე ოკურა
* * *
„ჭეშმარიტი გზა ძნელად საპოვნელია”. – ქაბირი
* * *
„სუნთქვა ცისა და ქვეყნისა – უფალი არის!” – ქაბირი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მგოსანს მცოდნე იმიტომ ეწოდება,რომ იგი საცნაურყოფს ან გრძნობს იმას,რაც დანარჩენ მოკვდავთათვის უცნობია”. – იბნ რაშიე