იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა (რაიხსმარშალი) – ჰერმან გერინგი (1893-1946 წლები) ფუფუნების საგნებისადმი დიდი ტრფიალით გამორჩეული მიზანთროპი გახლდათ.თავისი ექსტრავაგანტული თვისებებით ცნობილ გერინგს,რომელსაც რამდენიმე ხნის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოუწია მკურნალობის კურსის გავლა,თითებზე სათითაოდ ჰქონდა წამოცმული ძვირფასი ქვებითა და ბრილიანტებიტ მოჭედილი ბეჭდები.გარდა ამისა,ამბობენ იმასაც,რომ მას სახლში რომაული ტოგის ჩაცმა უყვარდა და ბრილიანტებით მოჭედილ სანდლებს ატარებდაო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საფეხბურთო მატჩში მეკარეს ბურთის ხელით აღების ოფიციალური უფლება 1872 წელს მიენიჭა.
* * *
3. ადოლფ ჰიტლერი საფრანგეთს „გერმანელი ერის საშინელ მტერს” უწოდებდა.
* * *
4. ცხოველების გაჭრის პროცესს,რომელსაც მეცნიერები ცდების სახით ატარებენ – „ვივისექცია” ეწოდება.
* * *
5. „არსებობენ ადამიანები,რომელთაც სხვისი გამოსარჩლება ბუნებისაგან დადგენილი წესრიგის ხელყოფად მიაჩნიაო”, – წერდა გამოჩენილი ქართველი მწერალი – რევაზ ჯაფარიძე.
* * *
6. შუაგულ პარიზში არსებულ ბაზარს,რომელიც თავის ნაწარმოებებში არაერთხელ აქვს აღწერილი დიდ ფრანგ მწერალს – ემილ ზოლას, – „პარიზის სტომაქს” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. ქართული ლიტერატურის კლასიკოსმა მწერალმა და პოეტმა – ვაჟა-ფშაველამ – 112 მოთხრობა დაგვიტოვა.
* * *
8. დაწესებული სტანდარტების მიხედვით,საფეხბურთო კარის სიმაღლე 2 მეტრსა და 44 სანტიმერს უნდა შეადგენდეს,სიგრძე კი – 7 მეტრსა და 32 სანტიმეტრს.
* * *
9. „ლიბერალიზმი მიუტევებელი ცოდვაა,იგი ჩვენი ერის მომავლისათვის მეტად საზიანოაო”, – წერდა სახელოვანი ქართველი ენათმეცნიერი – ვარლამ თოფურია (1901-1966 წლები).
* * *
10. ადოლფ ჰიტლერის მიერ დაწერილ წიგნს – „ჩემი ბრძოლა” – „ნაციზმის სახარებად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)