ადოლფ ჰიტლერი წერდა…
„მხოლოდ დიდი სივრცე უზრუნველყოფს ყოველი ეროვნების არსებობის თავისუფლებას ჩვენს პლანეტაზე… ამიტომ ნაციონალ-სოციალისტურმა მოძრაობამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს „ტრადიციებს”,ცრურწმენებს და იმდენი სიმამაცე უნდა გამოიჩინოს,რომ მობილიზაცია გაუკეთოს გერმანელ ერსა და მის ძალებს იმ ლაშქრობისთვის,რომელიც გამოიყვანს ჩვენს ერს ახლანდელი სასიცოცხლო სივრცის შეზღუდულობიდან,რითაც სამუდამოდ გაგვათავისუფლებს განადგურების საფრთხისაგან,ანდა გადაგვაქცევს დამონებულ ერად,რომელიც სხვას უნდა ემსახუროს.ნაციონალ-სოციალისტურმა მოძრაობამ უნდა აღმოფხვრას შეუსაბამობა,რომელიც არსებობს გერმანელი ერის რაოდენობასა და ჩვენი ტერიტორიის სიდიდეს შორის.უკანდაუხევლად უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზნებს,სახელდობრ,უზრუნველვყოთ გერმანელი ერი პლანეტაზე მისთვის კუთვნილი შესაფერისი მიწით.
თუ ჩვენ გვინდა,რომ ევროპაში ახალი მიწები მოვიპოვოთ,მაშინ მათი მიღება დიდ სივრცეებზე შეიძლება მხოლოდ რუსეთის ხარჯზე.ამიტომ ახალი რაიხი ისევ უნდა დაადგეს იმ გზას,რომლითაც მიდიოდნენ ორდენის რაინდები,გერმანული ხმლით უნდა მოვუპოვოთ მიწა გერმანულ გუთანს,ხოლო ჩვენს ერს – საარსებო პური”. – (ავტორი გენია.ჯი)