ნიშანდობლივი ფაქტები ბულგარეთის შესახებ…
1. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე,სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებულ ქვეყანას – ბულგარეთის რესპუბლიკას,რომელიც როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული იქნა 681 წელს,დაარსების დღიდან თანამედროვე ეპოქის ჩათვლით,თავისი სახელწოდება – ბულგარეთი,არასოდეს შეუცვლია.აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ თავად ერი – ბულგარელები,ბულგარეთის სახელმწიფოს შექმნამდე სამი საუკუნით ადრე გამოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბულგარული ლიტერატურა ჩამოყალიბებული იქნა IX საუკუნეში,რის გამოც იგი ერთ-ერთ უძველეს სლავურენოვან ლიტერატურად არის მიჩნეული.
* * *
3. პირველი სლავური წარმომავლობის მქონე ხალხი,რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეზიარა – ბულგარელები გახლავან.
* * *
4. მიუხედავად იმისა,რომ ბულგარელთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან,ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს ისინი სხვა მართლმადიდებლებისაგან განსხვავებით მაინც – 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
* * *
5. ყოველი წლის 6 მაისს ბულგარეთში – „სიმამაცის დღე” აღინიშნება,რომელიც თავის მხრივ,ბულგარელებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ელექტრონული კომპიუტერის გამომგონებელი,ბულგარული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და ინჟინერ-მექანიკოსი – ჯონ ვინსენტ ატანასოვი (1903-1995 წლები) გახლავთ.
* * *
7. ბულგარეთის ყველაზე გრძელ მდინარეს ქვეყნის დასვლეთ ნაწილში არსებული – მდინარე ისკირი წარმოდგენს,რომელიც თავის მხრივ,ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის – დუნაის მარჯვენა შენაკადია.მისი სიგრძე 340 კილომეტრია.
* * *
8. ბულგარეთში ყველა მედიასაშუალება,მათ შორის ტელევიზია,რადიო და პრესა სახელმწიფოს ოფიციალურ კუთვნილებას წარმოადგენს.
* * *
9. ბულგარეთის რესპუბლიკა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნად არის აღიარებული.
* * *
10. იმ ობიექტების რაოდენობით,რომელთაც „იუნესკო” იცავს,ბულგარეთის რესპუბლიკა მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. – (ავტორი გენია.ჯი)