რა მეთოდით არიდებდნენ თავს ნეპალელები „სატი”-ს რიტუალის ჩატარებას?
ინდუიზმში დამკვიდრებული გახლდათ ტრადიცია,რომელსაც – „სატი”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა დაკრძალვის რიტუალს,რა დროსაც ქვრივები თავიანთ გარდაცვლილ მეუღლეებთან ერთად ცოცხლად იწვავდნენ თავს ცხედრის კრემაციის მიზნით გამართულ კოცონებზე.აღნიშნული ტრადიცია ინდუისტური მითოლოგიის ღვთაების – შივას საცოლესთან – სატისთან იყო დაკავშირებული.იმ სატისთან,რომელმაც ჩაშლილი ქორწინების გამო თავი სამსხვერპლო კოცონზე დაიწვა.გარდა ინდოეთისა,ასეთივე ტრადიციას ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული სამხრეთ აზიაში,ჰიმალაის მთებში განთავსებულ ნეპალშიც.თუმცა ნეპალში მაცხოვრებელმა ნევარელმა ხალხმა მასში ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.იმისათვის,რომ ქვრივი ქალების მოსალოდნელი მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ,ნევარელები 10 წლის ასაკში მყოფ გოგონებს სიმბოლურად აქორწინებდნენ ამა თუ იმ სახეობის ხეებთან,რომლებიც თავის მხრივ,ინდუისტური რელიგიის უზენაესი ღვთაების – ვიშნუს განსახიერებებად იყვნენ მიჩნეული დედამიწაზე.იმ შემთხვევაში,თუ ნევარელ მანდილოსანს მეუღლე დაეღუპებოდა,ქვრივი არც ვალდებული ხდებოდა და ვერც ვერავინ აიძულებდა მას „სატი”-ს რიტუალური თვითმკვლელობა ჩაედინა,რადგან სწორედ ვიშნუ რჩებოდა მის სრულყოფილ მეუღლედ. – (ავტორი გენია.ჯი)