ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიიდან…
XV საუკუნეში ოდიშის ერისთავს – „ბედიანის” სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ.ხოლო მის სამფლობელოს სამეგრელოსთან ერთად – „საბედიანო”-საც ეძახდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
საქართველოში თავადთა წოდების ჩამოყალიბება XV საუკუნეში მოხდა.თავდაპირველად სიტყვა „თავადი” წოდებრივი მნიშვნელობით არ იხმარებოდა. XI-XIII საუკუნეებში ამ სიტყვით ყოველგვარი მოთავე,თავკაცი,უფროსი აღინიშნებოდა.მაგალითად,ამბობდნენ: მონათა თავადი,თავადი სპათა,ვაჭართა თავადი,ტაძრის თავადი და ასე შემდეგ.
* * *
XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თავადი მეფის,მთავრის ან უფლისწულ-ბატონიშვილის ყმა იყო.თავადობის ბოძება მეფის უფლებას შეადგენდა.
* * *
აფხაზეთის სამთავროში თითოეული აზნაური ვალდებული გახლდათ თავიანთი ბატონების ან მათი შვილების დაქორწინების შემთხვევაში მათთვის საჩუქრად ცხენი მიერთმიათ,აღდგომას კი – თავიანთი ჯოგებიდან საუკეთესო ძროხა.
* * *
გლეხობას დიდი ხნის ისტორია აქვს,მაგრამ სახელწოდება „გლეხი” წყაროებში სისტემატურად მხოლოდ XI საუკუნიდან გვხვდება.გლეხები სოფლის მკვიდრნი,„ქუეყანისა მოქმედნი” ანუ მიწისმოქმედნი იყვნენ იმთავიდან.ნიშანდობლივია,რომ ისინი წოდებრივი კიბის უდაბლეს საფეხურზე იდგნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ვახტანგ VI-ეს სამართლის მიხედვით,ბატონს საქართველოში უფლება გააჩნდა მისგან გაქცეული გლეხი 30 წლის განმავლობაში ეძებნა და პოვნის შემთხვევაში უკანვე დაებრუნებინა.
* * *
ვახტანგ VI-ეს სამართალის 95-ე მუხლი დამნაშავედ მიიჩნევდა იმ ბატონს,რომელიც თავის ყმა გლეხს მოკლავდა ან დაასახიჩრებდა.ეს დანაშაული ისჯებოდა ისე,როგორც ჩვეულებრივად ადამიანის მკვლელობა და დასახიჩრება.
* * *
„მსახურები” გლეხობის ზედა ფენას შეადგენდნენ.ვახტანგ VI-ეს კანონით მსახურის სისხლი „გლეხი კაცის” სისხლზე ორჯერ მეტად ფასობდა.
* * *
„აზატი” – სპარსული სიტყვაა და თავისუფალს,დამოუკიდებელს აღნიშნავს.„აზატი”,ანუ „თარხანი” გლეხები პრივილეგიურ ფენას წარმოადგენდნენ გლეხობაში.ცნობილია,რომ ყმაგლეხები ქრთამის მეშვეობით ყიდულობდნენ აზატობას,რის გამოც მათ გააზატებულებლად მოიხსენიებდნენ.თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც მთავრები აღნიშნულ წოდებას თავიანთი ოჯახების ძიძათა ოჯახებს აკუთვნებდნენ ყოველგვარი ქრთამის გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)