გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერლისა და თანამედროვე მოთხრობის სტილის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანის (1850-1893 წლები) ცხოვრება დაუსრულებელ ბრძოლას წარმოადგენდა.თუმცა კი ისეთ ბრძოლას,რომელშიც გამარჯვება ლიტერატორისათვის ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) პირველი შემაშფოთებელი მოვლენები მოპასანის ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში განვითარდა: იგი 11 წლის იყო,როდესაც ანრის მშობლები განქორწინდნენ.დედასთან დარჩენილი ბავშვის ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარეებზე მშობლების განქორწინებამ იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია,რომ მან საკუთარ თავს პირობა მისცა – არასოდეს არ დაქორწინებულიყო.მიუხედავად იმისა,რომ მოპასანს ცხოვრებაში უამრავ ქალთან ჰქონია სასიყვარულო ისტორიების კალეიდოსკოპი,მას თავისი თავისათვის მიცემული პირობა მაინც არ დაურღვევია და შესაბამისად,არასდროს დაქორწინებულა.ცნობილია,რომ ფრანგი ლიტერატორი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებოდა ისეთი საშინელი ქრონიკული ინფექციური დაავადებით,როგორიც გახლავთ სიფილისი.დაავადების პროგრესირებამ მოპასანს არა მხოლოდ უმძიმესი ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა,არამედ იგი მისი ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალების მიზეზადაც იქცა. 1889 წელს გი დე მოპასანის „უდარდელი ცხოვრება” ერთმა საშინელმა ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა – ფსიქიკური აშლილობის შედეგად მწერალს უმცროსი ძმა გარდაეცვალა.მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა.სიცოცხლის უკანაკნელი წლები ფრანგმა ლიტერატორმა ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა.გონებისა და განსჯის უნარის დაკარგვამ იგი სუიციდის ჩადენის მცდელობამდე მიიყვანა,თუმცა საბედნიეროდ,ცოცხალი გადარჩა.მიუხედავად ამისა,ფრიად განათლებული და ინტელიგენტი დიდი ფრანგი მწერალი დაავადებამ სრულიად უძლურ და გრძნობებისაგან და მოგონებებისაგან დაცლილ ადამიანად აქცია. 42 წლის ასაკში გი დე მოპასანი გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)