„ცვარი კი არა,ცრემლია!”

„ – მამა,ერთი რამე მინდა გკითხო.

- ჰო,თქვი.

- მამა,ბალახს ტირილი შეუძლია?

- რას ამბობ,შვილო! – შუბლზე ხელი იტკიცა უცნაური კითხვით გაოცებულმა მამამ. – ბალახის ტირილი ვის გაუგონია? არა, შვილო,არა!

- არა?! აბა,ეს რა არის? – ჰკითხა ბავშვმა და ბალახის წვეროზე დაკიდებულ მოლივლივე მსხვილ წვეთზე მიუთითა.

- ცვარია,შვილო!

- ცვარი კი არა,ცრემლია,მამა,ცრემლი! ეს ის ცრემლია,რომელიც ჩვენგან გათელილსა და დაჩაგრულს სდის მაშინ,როდესაც ჩვენ გვძინავს! ბალახები ტირიან,ჩვენ კი,მათ გამთელავებსა და დამჩაგვრელებს,ისე ნებიერად გვძინავს,თითქოს წინა დღით არავინ გაგვეთელოს,არავინ დაგვეჩაგროს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება