იროდიონ ევდოშვილი – „მოღლილი”
შენ დაიღალე,მეგობარო,მიეყრდნე ჩემ მკერდს,
მე მინდა ვნახო შენი სახე – ეგ შენი წყლული,
მხოლოდ ნუ აშლი მოგონებით მწარე იარებს,
უსიტყვოდ თვითონ მიგიხვდება მეგობრის გული!
ვხედავ შენს სახეს,ჩამჭკნარსა და დაავადებულს,
დუხჭირ ცხოვრებას,მათრახებსა შენს შიშველ ტანზე,
მაგრამ,ეჰ,ძმაო,ვინ უწყს კიდევ რამდენი მსხვერპლი
ღონემიხდილი დაეცემა ეკლიან გზაზე!