ირლანდიის ეროვნული გერბი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ირლანდიის მასობრივ კულტურასთან – მწვანე ფერი ასოცირდება.თუმცა-კი ირლანდიის რესპუბლიკის გერბზე გამოსახული არფა ლურჯ ფონზეა წარმოდგენილი.ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახლავთ ის გარემოება,რომ ირლანდიელები ლურჯ ფერს მათი სამშობლოს მფარველი წმინდანის – „წმინდა პატრიკის” ფერად მიიჩნევენ. „წმინდა პატრიკის ლურჯი ფერი”, – აი,ასეთი სახელწოდებით მოიხსენიებენ ისინი ირლანდიის ეროვნულ გერბზე გამოსახულ ლურჯ ფონს. – (ავტორი გენია.ჯი)