„დედე ქორქუთს უთქვამს”
„დედე ქორქუთს უთქვამს:
რაც უნდა უფარეზო,სხვისი შვილი შენად არ იქცევა.გაიზრდება და გაგშორდება.წავა და შენზე იტყვის – თვალითაც არ მინახავსო;
ნაცარი მთად ვერ გახდება,სიძე შვილობას არ გაგიწევს;
* * *
შავ სახედარს თავზე რომ აღვირი ჩამოაცვა,ცხენად არ იქცევა;
* * *
ძველი დუშმანი მოყვრად არ გაგიხდება; – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ცხენს თუ არ გაიმეტებ გზას ვერ გაივლი;
* * *
გოგომ დედასთან მისაბაძი თუ ვერაფერი ნახა,მარტო დარიგება არაფერს მისცემს; – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
უქონელთა შარისაგან ღმერთმა დაგიფაროთ;
* * *
შავ სახლებს,რომლებშიც სტუმარი ფეხს არ შედგამს,ურჩევნია დაინგრნენ;
* * *
ჩამდინარე წყალს,რომელსაც კაცისშვილი არ სვამს,ურჩევნია არ ჩაედინებოდეს;
* * *
ამ ქვეყნად ავი სიტყვის არსებობას,რომ არ არსებობდეს,სჯობს;
* * *
მოხეტიალე ირემმა იცის,სად როგორი საძოვარია;
* * *
მძიმე ტვირთის ფასი ჯორმა იცის;
* * *
კაცს დიდი ქონებაც რომ ჰქონდეს,მეტის მოხვეჭას ცდილობს,თუმცაღა თავის წილხვედრზე უმეტესს ვერ შეჭამს;
* * *
მდინარენი როგორადაც არ უნდა ადიდნენ და ნაპირს გადმოვიდნენ,ზღვას მაინც ვერ შეავსებენ;
* * *
კაცი,ამპარტავანი უფალს არ უყვარს;
* * *
კაცს გაამაყებულს ბედი არ ეწევა;
* * *
აღმომხდარი სული უკან არ ჩაბრუნდება;
* * *
ვიდრე აღსასრულის დღე არ დადგება,არვინ არ აღესრულება”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული მასალა აღებულია ოდუზ ტომთა ენაზე დაწერილი შუა საუკუნეების თურქულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლიდან – „წიგნი პაპაჩემი ქორქუთისა”. – (ავტორი გენია.ჯი)