ოზანი – „ქალები ოთხი ჯურისანი არიან”
„ქალები ოთხი ჯურისანი არიან: ერთი ჯიშის დამკნინებელია,ერთი მათრეველა და შარახვეტიაა,ერთი ოჯახის დედაბოძია,ერთიც,რაც გინდა თქვი და, ყველაზე უვარგისია.
სახლის დედაბოძი ის არის,ვინც მოსულ სტუმარს,როცა ქმარი შინ არა ჰყავს,თვით დაუხვდება.აჭმევს,ასმევს,პატივს სცემს,გაუმასპინძლდება და გაისტუმრებს.ასეთი ქალის ჩამომავალი გამრავლებულიყოს,ასეთი ქალი ყველას ოჯახში შემოსულიყოს.
მეორე,ის,ვინც ჯიშის დამაკნინებელია – დილაადრიან წამოდგება,ხელ-პირს არც კი დაიბანს,ცხრა ბაზლამაჩს ერთ კასრ იოღურთაში მოხარშავს და მიაძღება.ხელს ფერდებზე შემოიკრავს და იტყვის: დაიქცეს და გავერანდეს ეს სახლი! რაც გავთხოვდი,მუცელი არ გამძღომია,სახეზე ღიმილი არ გამკარებია,ფეხზე ფეხსაცმელი არ მღირსებია.ეჰ,ნეტავ ეს ჩემი ქმარი ჩაძაღლდებოდეს,ერთი კიდევ გავთხოვდებოდე და ის ქმარი იმაზე უკეთესი შემხვდებოდეს,მე რომ მენატრება.ასეთი ქალის ჩამომავალი არ გამრავლებულიყოს,ასეთი ქალი ჩვენს ოჯახში არ შემოსულიყოს!..
მესამე,ის,ვინც მათრეველა და შარახვეტიაა,გაიღვიძებს თუ არა,წამოდგება,ხელ-პირს არც კი დაიბანს,ისე გავარდება გარეთ.ხან ერთ სახლს მიაწყდება,ხან – მეორეს.აქ ამას გაჭორავს,იქ იმას ჩაუსაფრდება და დააყურადებს.დილიდან შუადღემდე დაძრწის.შუადღე რომ გადავა,მაშინ დაბრუნდება შინ და რას ხედავს – მაწანწალა ძაღლს ხბორების ბაკი თავდაყირა დაუყენებია,საქათმეში შესულა,ბოსელში შემძვრალა.ის კი მეზობლებს გასძახის – მოუსვლელში და დასაკარგავში კი არ წავსულვარ.რა იქნებოდა,ჩემი სახლ-კარისთვისაც მიგეხედათ; ნათქვამია,ნება მეზობლისა,ნება-ღვთისაო.არც ასეთი ქალი შემოსულიყოს არვის ოჯახში.
მეოთხე,ის,ვინც ყველაზე უვარგისია,უცხო,მორიდებული სტუმარი რომ ეწვიოს,ქმარიც რომ შინ ჰყავდეს და უთხრას – ადექი,პური მოიტანე,ჩვენც ვჭამოთ,სტუმარსაც ვაჭამოთო,ცოლი პირში მიახლის – მე რა ვქნა,ამ დასაქცევ სახლში ფქვილი არ არის და საცერი.თან ხელს უკანალზე დაირტყამს,გვეერდზე გაიხედავს და ქმარს ზურგს შეაქცევს.ათასიც რომ უთხრა,ერთს არ შეუშვებს ყურში.ასეთი ქალი ნოე წინასწარმეტყველის სახედრის ჩამომავალია.ასეთი ქალისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა”. – (ავტორი გენია.ჯი)