იცით თუ არა,რომ

1. პირველ მითოლოგოსებად გენიალური ძველ ბერძენი პოეტები – ჰომეროსი და ჰესიოდე მიიჩნევიან. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ბაპტისტები იმ სარწმუნოებრივი მოძღვრების მიმდევრებს ეწოდებათ,რომლებიც ურყოფენ ბავშვების მონათვლას და მხოლოდ ასაკოვანთა მონათვლა მიაჩნიათ მართებულად.

* * *

3. ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII-ეს მმართველობის პერიოდში (1509-1547 წლები) ქვეყნის პარლამენტმა მიიღო აქტი,რომლის თანახმადაც იმ ადამიანებს,რომლებიც მსჯავრდებული გახლდნენ ვისიმე მოწამვლაში – ცოცხლად ხარშავდნენ.აღნიშნული აქტი გაუქმებული იქნა ჰენრი VIII-ეს მემკვიდრის – ედუარდ VI-ეს მმართველობის ეპოქაში.

* * *

4. „სავსე კუჭს არავითარი ფასი არა აქვს,როდესაც გონება და გული დამშეულიაო”, – წერდა დიდი ამერიკელი მწერალი – მარკ ტვენი.

* * *

5. გამოჩენილ ფრანგ განმანათლებლსა და ფილოსოფოსს – ჟან-ჟაკ რუსოს (1712-1778 წლები) იმდენად უყვარდა „ერმენონვილში” განთავსებული ულამაზესი პარკი (საფრანგეთის ჩრდილოეთში არსებული სოფელ ერმენონვილში მდებარე პარკი,სადაც რუსომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა),რომ ანდერძად იქ დაკრძალვა ისურვა,რაც აღსრულებული იქნა კიდეც მისი გარდაცვალების შემდგომ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ბოროდინოს ბრძოლა” საფრანგეთისა და რუსეთის არმიებს შორის – 15 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

* * *

7. „მე არ შემხვედრია ადამიანი,რომელსაც ისე გააზრებული ჰქონოდა შრომის ფასი,როგორც ანტონ ჩეხოვსო”, – წერდა ჩეხოვის შესახებ მაქსიმ გორკი.

* * *

8. საქართველოში – „მოჯალაბეები” წარმოადგენდნენ გლეხთა იმ კატეგორიას,რომლებიც მებატონის სასახლეში ცხოვრობდნენ და ბატონის შინამოსამსახურეების ფუნქციებს ასრულებდნენ.

* * *

9. XVIII-XIX საუკუნეეში არსებულ გლეხის სახელმწიფო გადასახადს საქართველოში – „საური” ეწოდებოდა.

* * *

10. „ალეგორია” – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ნიშნავს არა მხოლოდ იგავურ მეტყველებას,არამედ საერთოდ,მეტაფორულ,ხატოვან მეტყველებასაც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>