Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ფული მიზანი კი არაა,არამედ შესაძლებლობაა.თუ ფულს ისე მოეკიდები,როგორც მრავალი რამის მომნიჭებელ ძალას,მაშინ დააფასებ მას,მაგრამ ფულის მონა არ გახდები.ამიტომ მე მეზიზღება ძუნწი ხალხი,მაგრამ არანაკლებ მძულს მფლანგველობა და ფულის ფანტვა.ფული ხალხის შრომის ნაყოფია და მისი გადაყრა იგივეა,რომ პური გადააგდოს კაცმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედი,გემოვნება,განწყობილება,ქვეყნიერების,საგნებისა და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, – ყველაფერი ეს მერყევი და სწრაფად ცვალებადია”.
* * *
„ადამიანი მხოლოდ ღირსეულად უნდა ცოცხლობდეს ქვეყნად”.
* * *
„ცოდნა სიკეთესავითაა.მაგრამ ცოდნა წარა-მარა და წაღმა-უკუღმა არ უნდა ვფანტოთ.სიმდიდრესა და სამხედრო ძალასავით,თუ ცოდნა უკეთურ ხელში მოხვდა,მაშინ იგი ერთი ხალხის უგუნური განდიდებისა და სხვა ხალხის დამცირების საქმეს ემსახურება”.
* * *
„სიცრუე და ცდომილება,განსაკუთრებით,თუ ისინი წიგნებშია ჩაწერილი,საშინელი დანაშაულია,იმიტომ,რომ მათ მრავალი ადამიანისთვის საზიანო შედეგი მოჰყვება და მისი აღმოფხვრა ათასობით წლის შემდეგ შეიძლება მხოლოდ”.
* * *
„მშვენიერება ერთადერთი რამ არის,რაც ხალხს ცხოვრებას აყვარებს და აგუებს,აიძულებს,დააფასოს ეს მშვენიერება,ებრძოლოს ჭირ-ვარამს,სნეულებასა და განსაცდელს.ვინც მშვენიერებას გაანადგურებს,დაამახინჯებს ან სასაცილოდ აიგდებს,იგი ქვეყნად სიცოცხლის ღირსი არაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თაყვანისცემა ყველაზე მალე აფუჭებს იმას,ვისადმიც ეს თაყვანისცემაა მიმართული”.
* * *
„ქვეყნის გამყიდველი ყველა ხალხში სიკვდილს იმსახურებს.მაგრამ რატომ ვერ ხედავს ხალხი საკუთარი სულის გამყიდველებს?”
* * *
„მმართველმა ადათი და წესი სხვაზე მეტად უნდა დაიცვას,ვიდრე მისმა ყველაზე საყვარელმა ქვეშევრდომმა.სხვანაირად როგორ უნდა შთავუნერგოთ ხალხს კანონის პატივისცემა და გრძნობათა ზომიერება?”
* * *
„როცა რაიმეს დაანგრევ,ძველის ახლით მაშინვე შეცვლა შეუძლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)