რისთვის უხდიან სამაგიეროს მაიმუნები სხვა ღირსეულ ცხოველებს?

მაიმუნები ცხოველებში ყველაზე ზარმაცები არიან.რაკი ტყეებში ნაყოფით დახუნძლულ ხეებზე უშიშრად ცხოვრობენ,მაიმუნები დროსა და შრომას არ კარგავენ საკვების მოსაპოვებლად,როგორც მაგალითად,ვეფხვი,რომელიც თავგამოდებით მისდევს მსხვერპლს,ან სპილო და ხარი,რომლებიც იძულებულნი არიან დიდი ხნის განმავლობაში ძოვონ ბალახი,რათა თავიანთი უზარმაზარი სხეული გამოკვებონ.ამიტომაც ამ ცხოველებმა იციან დროის ფასი და უბრალო რამეზე არ კარგავენ მას.ზარმაცი და უქნარა მაიმუნები კი,რაკი მალე ამოიძღებენ სტომაქს,ათასგვარი სისაძაგლით ირთობენ თავს.ისინი,მაგალითად,ვეფხვს თვალში კაკალს ესვრიან,სპილოს თავზე ასკორავენ და მერე აბუჩად იგდებენ.თან ხეზე მაღლა ადიან,სადაც თავს უშიშრად გრძნობენ.ხითხითისაგან მთელი ტანით ძაგძაგებენ და სპილოს ქოქოლას აყრიან.მაიმუნები გრძნობენ თავიანთ არარაობასა და უსაფრთხოებას და დანარჩენ ღირსეულ ცხოველებს ამისათვის სამაგიეროს უხდიან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>