ეტრუსკი ქალები – „ეპიზოდი”
ტიმეოსისა და თეოპომპეს ისტორიული ჟანრის წიგნებში ხაზგასმულია,რომ ეტრუსკების ცივილიზაციის მქონე ქალები იმდენად უსაზღვრო თავისუფლებით სარგებლობდნენ,თვით სპარტელების გაოცებასაც კი იწვევდნენო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ეტრუსკი მანდილოსნები ზღაპრული სილამაზის მქონენი იყვნენ.ამას თავის მხრივ,ხელს ისიც უწყობდა,რომ ისინი თავიანთ სხეულზე ძალიან ბევრს ზრუნავდნენ.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ ეტრუსკი ქალები უმეტესწილად დედიშობილა დადიოდნენ; სადილად თავიანთი ქმრებისა და სხვა მამაკაცების გვერდით სხდებოდნენ და თავი უჩვეულოდ თავისუფლად ეჭირათ.ნიშანდობლივია ისიც,რომ მამაკაცები ხშირ შემთხვევებში იყოფდნენ მათ სიყვარულსა და სარეცელს.ეს გარყვნილი და ამორალური პრაქტიკა კი ეტრუსკებში არავითარ უხერხულობასა და დისკომფორტს არ ჰქმნიდა,რადგან ასეთი იყო მათი ადათ-წესი. – (ავტორი გენია.ჯი)