იცით თუ არა,რომ
1. ძველ ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,მთელი მსოფლიოს განმგებელი ღმერთის – ზევსის საფლავად საბერძნეთის შემადგენლობაში შემავალ,ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ – კრეტას ასახელებენ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ქართველი მწერლის – ალექსანდრე ყაზბეგის გადმოცემის თანახმად,მის მიერ დაწერილი ბრწყინვალე ნაწარმოები – „ხევისბერი გოჩა” ავტორისათვის „სიტყვა-სიტყვამდე” უამბნია ფრიად მოხუც მოხევეს – ღინჯა ხულელს (აღნიშნული პიროვნების პორტრეტი ყაზბეგმა მის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებაში – „ელგუჯა”-ში გადმოსცა)
* * *
3. აზიის აღმოსავლეთ ნაპირთან განთავსებული კუნძული – სახალინი,რომელიც საშინელი კლიმატური პირობებით არის გამორჩეული,გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და დრამატურგმა – ანტონ ჩეხოვმა შემდეგი სახით დაახასიათა – „როცა ბუნება სახალინს ჰქმნიდა,ყველაზე ცოტას ფიქრობდა ადამიანსა და მის სარგებლობაზეო”
* * *
4. იმ შემთხვევაში,თუკი ძვ.წ.აღ-ით III საუკუნის ინდოეთში დაბალი კასტის წარმომადგენელი ადამიანი გაბედავდა და „წმინდა წიგნების” კითხვას დაუგდებდა ყურს,ქურუმების ბრძანებით ასეთ ადამიანს სასჯელის სახით ყურებში გამდნარ ტყვიას ასხამდნენ.
* * *
5. XIV საუკუნის გენიალურ იტალიელ პოეტსა და ჰუმანისტს – ფრანჩესკო პეტრარკას „ახალი საუკუნეების პირველ კაცად” მოიხსენიებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ადამიანი,რომელმაც საფუძველი ჩაუყარა „დანტეოლოგიას” (დანტე ალიგიერის შემოქმედების განმარტება),დიდებული იტალიელი პოეტი – ჯოვანი ბოკაჩო გახლდათ.
* * *
7. როგორც ირწმუნებიან,გერმანელი ფაშისტების მიერ ეშაფოტზე აყვანილი საბჭოთა პარტიზანი ქალის (მოგვიანებით მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს) – ზოია კოსმოდემიანსკაიას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა – „ბედნიერებაა,მოკვდე საკუთარი ხალხისთვის”.
* * *
8. ადოლფ ჰიტლერის მმართველობისას გერმანელთა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში – 80 მილიონ ადამიანს აღწევდა.მისი გათვლებით,შემდგომი ასი წლის განმავლობაში გერმანელთა რაოდენობას დედამიწაზე 250 მილიონი ადამიანისთვის უნდა მიეღწია.
* * *
9. ფეხბურთში „თამაშგარე მდგომარეობა” 1927 წელს იქნა შემოღებული.
* * *
10. საბჭოთა კავშირის სტადიონებზე აჟღერებული „საფეხბურთო ჰიმნის” მელოდიის ავტორი ებრაული წარმომავლობის მქონე საბჭოთა კომპოზიტორი – მატვეი ბლანტერი (1903-1990 წლები) გახლდათ.მან აღნიშნული ჰიმნის მელოდია 1946 წელს,საკავშირო რადიოს თხოვნის საფუძველზე შექმნა. – (ავტორი გენია.ჯი)