იცით თუ არა,რომ

1. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ IV (1762-1830 წლები) ღვიისაგან დამზადებული სასმელების განსაკუთრებული მოტრფიალე გახლდათ.როგორც ირწმუნებიან,მისთვის სპეციალურად დამზადებული სპირტიანი სასმელი – ჯინი,ბევრად სჭარბობდა ლეგენდარული კაპიტნებისა და ჰოლანდიური ნოველების გმირ მეზღვაურთა ულუფას.ცნობილია ისიც,რომ ის არა მხოლოდ მეგობართა წრეში იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს,არამედ ხშირად მარტოც გეახლებოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. დიდი სპარსული იმპერიის სახელმწიფო ხაზინას,რომელიც თავმოყრილი გახლდათ აქამენიდთა მეფეების დედაქალაქ ფარსში – „მთავარი გაზაფილაკია” ეწოდებოდა.

* * *

3. კვერცხის მეშვეობით მკითხაობას – „ოვომანტია” ეწოდება.

* * *

4. ინგლისის მეფის – ჰენრი VIII-ს მეუღლე – ეკატერინე არაგონელი სალათების მოყვარული დედოფალი გახლდათ.თუმცა,იმ პერიოდისათვის ინგლისში სტაფილოს,თალგამისა და სალათის მოყვანა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული,რის გამოც ისინი დედოფლისათვის სპეციალურად შემოჰქონდა ნიდერლანდებსა და ფლანდრიაში საგანგებოდ წარგზავნილ კაცს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „შემოქმედის ხელიდან ყველაფერი მშვენიერი გამოდისო”, – წერდა დიდი ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი – ჟან-ჟაკ რუსო.

* * *

6. XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისის არმიაში შინაგანაწესის დარღვევისათვის მხოლოდ ის ჯარისკაცები ექვემდებარებოდნენ გაროზგვას,რომლებიც წარმომავლობით – ირლანდიელები იყვნენ.

* * *

7. ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII-ს მმართველობისას (XV საუკუნე) ცამეტპენსნახევარზე მეტი ღირებულების მქონე ნივთის მოპარვისათვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.

* * *

8. ძველი ინდოელი და ბაბილონელი ქურუმებისათვის ქვეყნიერების სიმბოლოს – „ბორბალი” განასახიერებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

9. ცენტრალური აზიის ბევრი ერი და, მათ შორის,თურქები თავიანთ წინაპრად მგელს სახავდნენ თხზულებებში.

* * *

10. ნაცარში გამომცხავრ პურს – „გომეჩი” ეწოდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>