„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ყველაზე საშინელი მარცხია ეჭვი – ღირს თუ არა სიცოცხლე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი ღირსეული ადამიანი გაუგდია შარაგზაზე ცხოვრების ბედუკუღმართობას”.
* * *
„სამყარო წიგნია,სადაც პირველ გვერდს ვერ გასცდები,თუ იმ შენი ქვეყნის გარდა ვერაფერს ხედავ”.
* * *
„თავის სახელოვან წარსულს რომ დაივიწყებს,ხალხი კონკიჟღარუნათა ბრბოდ იქცევა,რომელიც მხოლოდ ფაშვის ამოყორვითღა სულდგმულობს!”
* * *
„ყველაფერი ირყვნება უვიც ადამიანთა საზოგადოების ხელში”.
* * *
„ყველაზე ბრძენი და ძლიერი ადამიანისთვისაც კი ყველაზე მძლავრი საწამლავი მისი და მის საქმეთა განუწყვეტელი ქება-დიდება არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იყო მკვდარი – პრობლემა არ არის.იყო დავიწყებული,აი ეს კი მართლაც რომ პრობლემაა”.
* * *
„იყავით ყურადღებით,გასაღები თქვენი გადარჩენისა თქვენსავე ხელშია”.
* * *
„ყველა ადამიანი იმსახურებს შანსს”.
* * *
„თუკი არავის თვლით ღირსად თქვენი მეგობრობისა,საკუთარ თავს მაინც დაუმეგობრდით”. – (ავტორი გენია.ჯი)