თამბაქოს კულტურის ისტორიიდან
ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რომ თამბაქოს კულტურა საქართველოში, და ზოგადად,ამიერკავკასიაში პირველად XVII საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა.სახელდობრ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და, მაშასადამე,ლიტერატურულად უკვე დამოწმებულია,რომ თამბაქო საქართველოში რამდენადმე უკვე გავრცელებული ყოფილა ზემოაღნიშნულ პერიოდში.აი,რას წერს სულხან-საბა აღნიშნული საკითხის შესახებ: „თამბაქო სხუათა ენაა,ქართულად – „გლარჯა” ჰქვიანო”.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სულხან-საბას მხედველობაში აქვს თამბაქო,როგორც მცენარე,რაც მიუთითებს,რომ საქართველოში იმ პერიოდისათვის ცნობილი იყო არა მხოლოდ მოსაწევი ან საცხვირე თამბაქო (ბურნუთი),არამედ თვით თამბაქოს კულტურა,ესე იგი,მეთამბაქოება,როგორც მემცენარეობის დარგი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
კავკასიაში,ვინც პირველმა მოკიდა თამბაქოს პლანტაციების ფართო მასშტაბით გაშენებას ხელი (მარნეულში),უმსხვილესი ქართველი მემამულე,თავადი – დავით ორბელიანი გახლდათ.შესაბამისად,პირველ სერიოზულ და დიდ ქართველ მეთამბაქოედაც დავით ორბელიანი მიიჩნევა.აღნიშნული საქმის წარმოებაში თავადმა ორბელიანმა თავისი მამულის თითქმის მთელი სახსრები დააბანდა.მის მიერ მოყვანილი თამბაქო დიდი მოწონებით სარგებლობდა არა მხოლოდ თამბაქოს ქართველ,არამედ უცხოელ მომხმარებლებშიც.მიუხედავად ამისა,ქართველ თავადს ათი წლის გასვლის შემდეგ შესანიშნავად მოწყობილი მეთამბაქოეობის მეურნეობაზე ხელის აღება იძულებით მოუხდა და ამის მიზეზი თამბაქოს გასაღების სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
* * *
საქართველოში თურქული ჯიშის თამბაქოს კულტურის მასობრივ გავრცელებაში უდიდესი წვლილი დაიდეს ლაზებმა,იგივე – ჭანებმა.
* * *
პირველი მსოფლიო ომის წინა 1913 წელს,სოხუმის ოკრუგად წოდებულ რეგიონში 143 სოფლიდან მეთამბაქოეობას 102 სოფელში მისდევდნენ, და ეს მაშინ,როდესაც ამიერკავკასიის 8 800 დასახლებული ადგილიდან (ქალაქების გამოკლებით) მეთამბაქოეობას 928 სოფელში მისდვედნენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აფხაზეთში მოყვანილ თამბაქოს ხარისხის მხრივაც პირველი ადგილი ეჭირა კავკასიის რეგიონში.
* * *
ცნობილია,რომ XIX საუკუნეში ფარაონებისა და პირამიდების სამშობლოში – ეგვიპტეში ძირითადად ქართულ (აფხაზეთში მოყანილ) მაღალხარისხიან თამბაქოს იყენებდნენ ეგვიპტური პაპიროსების საწარმოებლად. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
XIX საუკუნეში საქართველოში არსებული ბანკებიდან კრედიტები უმთავრესად გაიცემოდა თამბაქოს პარტიების მსხვილ შემსყიდველებზე.
* * *
1883 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა თამბაქოს აქციზის წესდება,რომლის თანახმადაც,ფოთლადი თამბაქოს გასაღება შეიძლებოდა მხოლოდ თამბაქოს საწყობებსა და თამბაქოს მწარმოებელ ფაბრიკებში.ამავე წესდების მიხედვით,თამბაქოს ფოთლის მიყიდვა ცალკეულ მომხმარებელთა და საწვრილმანო დუქნებისათვის კატეგორიულად იკრძალებოდა.აღნიშნულმა წესდებამ კი,თავის მხრივ,ხელი შეუწყო თამბაქოს ფარულად ვაჭრობის გავრცელებას.
* * *
XIX საუკუნის 60-იან წლების მეორე ნახევრიდან (რამდენიმე ხნის განმავლობაში),ამიერკავკასიის მასშტაბით,თამბაქოს წარმოების ლიდერად ლაგოდეხის რაიონი მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)