იცით თუ არა,რომ

1. XIX საუკუნეში გამოჩენილმა ინგლისელმა პოეტმა და მთარგმნელმა – ედუარდ ფიცჯერალდმა სპარსული ენიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა გენიალური სპარსი პოეტის – ომარ ხაიამის რობაიები.აღნიშნულმა თარგმანმა ინგლისელ მკითხველში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ როდესაც ხაიამის რობაიების მთარგმნელი ფიცჯერალდი აღესრულა,მის საფლავს დიდი ხნის განმავლობაში სპეციალურად სპარსეთიდან ჩამოტანილი ვარდებით ამკობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. 1960-იან წლებში საფრანგეთში შექმნილი იქნა სპეციალური კომისია,რომელიც სწავლობდა საკითხს,თუ როგორ უნდა დაეფარათ მარმარილოს სამოსის მეშვეობით წმინდა პეტრეს ტაძარში განთავსებული შიშველი ანგელოსების ფიგურები.აღნიშნული კომისიის ჩამოყალიბების მიზეზი კი გახლდათ ის გარემოება,რომ ოფიციალური ვატიკანის აზრით კათოლიკური სამყაროს უმთავრეს ტაძარში არსებული ანგელოსები უზნეოდ გამოიყურებოდნენ.

* * *

3. ხევსურეთში „მოშინაურებულ” გარეულ ფრინველსა თუ ცხოველს – „ხელისეულს” უწოდებენ.

* * *

4. ცნობილი ქართველი საეკლესიო (მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო მოღვაწე – ტიმოთე გაბაშვილი (1703-1764 წლები) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,მიტროპოლიტი – რომანოზი (პეტრიაშვილი),გენიალური ქართველი პოეტის – შოთა რუსთაველის პოეზიას – „მეძავობისა და ბილწების” აპოლოგიად მოიხსენიებდნენ.

* * *

5. დიდ ქართველ ენათმეცნიერსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელს – აკაკი შანიძეს (1887-1987 წლები) – დღემდე – „ქართული ენათმეცნიერების ბელადად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ტალავრული მევენახეობა კულტურული მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი ფორმა გახლავთ და იგი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნის ასურეთში იყო გავრცელებული.

* * *

7. 1960-იან წლების საფრანგეთის საგადასახადო დაწესებულებებმა ქვეყნის მასშტაბით 73 000 მხატვარი და მოქანდაკე აღრიცხეს,რომელთაგან მხოლოდ 1 500 ირჩენდა თავს საკუთარი ხელოვნებით.დანარჩენები კი იძულებული იყვნენ შემთხვევითი სამუშაო ეძიათ.ეს კი დასტურია იმისა,თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ იმ პერიოდის საფრანგეთში ამ უნიკალური ხელოვნების შემოქმედები.

* * *

8. გენიალური ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო ბრწყინვალე ხატვის ნიჭით იყო დაჯილდოვებული.პარიზის ჰიუგოს მუზეუმმა მოამზადა მწერლის მიერ შექმნილი სურათების დიდი გამოფენა.გამოფენის შემდგომ კრიტიკოსებმა აღიარეს,რომ ჰიუგოს სახვითი შემოქმედება უფრო მეტი იყო,ვიდრე დიდი მწერლის უბრალო გატაცება, და რომ მისი ნახატები თემატურად ორიგინალური და სტილისტიკურად ერთობ დახვეწილი გახლდათ.

* * *

9. პირველ ინდონეზიურ მხატვრულ ფილმს,სადაც ასახული გახლდათ ინდონეზიელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა კოლონიზატორების წინააღმდეგ,სახელწოდებად – „სამშობლოს სიყვარული” შეურჩიეს.

* * *

10. პირველი პიესა (დრამა) ესკიმოსების ცხოვრების,ზნეჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ დაწერილი იქნა კანადელი მწერლის – ლენ პეტერსონის მიერ.პიესის სახელწოდება გახლდათ – „უდიდესი შიმშილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>