მაღალხარისხოვანი საღვინე ყურძნის მიღების უჩვეულო მეთოდი

XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში საუკეთესო ღვინის დაყენების მიზნით ვენახს საგანგებოდ მოუვლელს სტოვებდნენ ან,უკეთ ვთქვათ,თავისებურად უვლიდნენ – არა ბევრი,არამედ ცოტა და მაღალხარისხოვანი საღვინე ყურძნის მისაღებად.ვენახის ასეთ ნაკვეთს ნაკლებად ამუშავებდნენ.იშვიათად ბარავდნენ,არ ანოყიერებდნენ,ცოტას რწყავდნენ საერთოდ,ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში სრულიად არ რწყავდნენ.დიდი ქართველი ისტორიკოსის – პლატონ იოსელიანის (1809-1875 წლები) გადმოცემის თანახმად,საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ს „სასმელი ღვინოს ვენახი უნდა აბეჩახი ყოფილიყო,ესე იგი,დაუბარავი და პატივდაუყრელი. და ეს იმიტომ,რომ ქართველი მონარქისათვის განკუთვნილი ღვინო საუკეთესო ხარისხის ყოფილიყო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>