ჟოზე მარია ესა დე კეიროში
ჟოზე მარია ესა დე კეიროში - დაიბადა 1845 წლის 25 ნოემბერს,პორტუგალიის ქალაქ პოვუა-დი-ვარზინში (პორტუს ოლქის მუნიციპალიტეტი).იგი გახლდათ გამოჩენილი პორტუგალიელი მწერალი და ავტორი ისეთი ცნობილი რომანებისა,როგორებიც არის: “პადრე ამარუს დანაშაულებები”,”ბაზილიოს ბიძაშვილი” და “მაიას ოჯახი”.კეიროშმა იურისპოდენცია შეისწავლა კოიმბრაში და ამავე პერიოდს უკავშირდება მისი ლიტერატურულ სამყაროში გამოჩენა.1869-1870 წლებში იმოგზაურა ეგვიპტეში,რა დროსაც დაესწრო “სუეცის არხის” გახსნას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენა მასზე იმდენად შთამბეჭდავად აისახა,რომ იგი მის მიერ დაწერილ ნაწარმოებებშიც აღწერა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და მალევე ინიშნება კონსულად ჰავანაში (კუბა).კეიროში მოგზაურობის დიდი მოყვარული მწერალი გახლდათ და მისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება სხვადასხვა ქვეყნებში მოუწია,ისეთ ქვეყნებში როგორებიც იყო: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.1874 წელს დაწერა რომანი “პადრე ამარუს დანაშაულებები”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ 1880 წელს.შემდგომი რომანი “ბაზილიოს ბიძაშვილი”,დაწერა 1879 წელს და ამავე წელს გამოაქვეყნა რომანი “მაიას ოჯახი”,რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა.აღსანიშნავია,რომ კეირუშს მიიჩნევდნენ საუკეთესო პროზაიკოს-რეალისტად პორტუგალიისა; დიდი ფრანგი მწერალი ემილ ზოლა კი მას გუსტავ ფლობერზე მაღლა აყენებდა.გარდა ამისა,მას ლიტერატურულ წრეებში ზედსახელათ “პორტუგალიელ ზოლადაც” კი მოიხსენიებდნენ.მისი ნაწარმოებების უმთავრესი მოტივები,სოციალური თემების კრიტიკა გახლდათ იმ პერიოდებისა და ამავე დროს წერის დროს იყენებდა რეალიზმისა და სატირის ლიტერატურულ ენას.ძირითადად კი ეხებოდა და აღწერდა პორტუგალიურ რეალიზმს.თავდაპირველად ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო “პორტუგალიის გაზეთში”,ჯერ კიდევ კოიმბრაში სწავლის პერიოდში და იმთავითვე აღიარება მოიპოვა.მისი შემოქმედება ეხება იმ ეტაპებს,როდესაც იგი მუშაობდა ლეირიას მუნიციპალიტეტში,ასევე მის მოგზაურობებსა და სხვა პერიოდებს. (ავტორი გენია.ჯი) რასაც საკუთარი მსოფლმხედველობით საზღვრავდა,საკუთარვე ნაწარმოებებში გადმოჰქონდა.იტო ძალიან ძლიერი კრიტიკოსი,რის გამოც მის სახელს ბორის პასტერნაკის გვერდითაც მოიხსენიებენ.1888 წელს გაემგზავრა ბრისტოლიდან გაემგზავრა პარიზში,სადაც ჟოზე მარია ესა დე კეიროში გარდაიცვალა 1900 წლის 16 აგვისტოს,ტუბერკულოზის შედეგად.მისი გარდაცვალების შემდგომ შეკრებილ იქნა კეიროშის ჯერ კიდევ უცნობი ზოგიერთი ნაწარმოები და გამოცემულ იქნა ერთ წიგნად,რომელსაც სახელად “ბარბაროსული პროზა” უწოდეს.2002 წელს კი კეიროშის შესანიშნავი რომანის “პადრე ამარუს დანაშაულებები”-ს მიხედვით,რეჟისორმა კარლოშ კარერამ,გადაიღო კინოფილმი,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მექსიკელმა მსახიობმა – გაელ გარსია ბერნალმა.ფილმი კი ნომინირებულ იქნა კინოხელოვნების უმაღლეს ჯილდოზე “ოსკარზე”,როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი. (ავტორი გენია.ჯი)